კანაფის პოპულარული ჯიშები


Showing 1 to 15 of 15 (1 Pages)
(Average rating 4.3 Total 80 ratings) 5

კანაფის პოპულარული ჯიშები

კანაფის პოპულარული ჯიშები 

ამ კატეგორიაში თავმოყრილია მარიხუანის ყველაზე მოთხოვნადი „შტამები“ და დაჯგუფებულია, რათა ახალბედებს არჩევანი გაუადვილდეს. მართლაც, თუკი აქამდე არ მოგიწიათ კანაფის მცენარის დათესვა და მისი დამწიფებისათვის თვალყურის დევნება, შესაფერისი ჯიშის არჩევა ძნელი საქმე იქნება. შესაძლოა თქვენთვის მოხერხებული იქნება ოფცია – კანაფის თესლების შეკვეთა, რომლებიც სარგებლობს ყველაზე მეტი მოთხოვნით და რომელთაც კლიენტები განმეორებით იძენენ.    

კანაფის პოპულარული ჯიშები – რაში მდგომარეობს განსხვავება?

ამ კატეგორიაში წარმოდგენილი თითოელი „სტრეინის“ პოპულარობის მიზეზი ნათელი ხდება „დროვის“ პროცესში:

მომარტებული საიმედოობა – გროვერებისცა და ახალბედებიც ყიდულობენ ასეთ „შტამებს“ საკუთარი პლანტაციებისათვის იმიტომ, რომ იციან, თითოეული მცენარე მოიტანს საგრძნობ და დამაჯერებელ შედეგს;

ფაშფაშა მოსავალი – ამ „სტრეინებისათვის“ უპირატესობის მინიჭების მნიშვნელოვანი მიზეზი მათ მოსავლიანობაშია, მოვლის ხარისხისა და კულტივაციის მეთოდის მიხედვით შეადგენს – 200 – 1000 გ/მ2;

სასიამოვნო გემო - ზოგჯერ გვსურს გავერთოთ საინტერესო არომატით, ზოგჯერ კი გავაოცოთ ლამაზი გოგონა და ჯიშები, მაგალითად Auto Big Bang ან Pablo Escobar სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გამოდგება;

ძლიერი მოქმედება - გენოტიპის მიხედვით მარიხუანის პოპულარულ ჯიშებს ძალუძს გადაგაქციოთ სიმხნევის უშრეტ წყაროდ ან სულაც, მიგაძინოთ. 

როგორ შევარჩიოთ კანაბისის თესლები ყველაზე პოპულარებს შორის?

კატეგორია საკმაოდ ფართოა, მაგრამ ჩვენ დაგეხმარებით. მაშ ასე, მინიშნებები:

გენოტიპი. კანაბისის რა ეფექტი გხიბლავთ უფრო მეტად, მომადუნებელი, გამამხნევებელი თუ ფსიქოდელიური შეთავსება?

სიმაღლე. რა სიმაღლის მცენარეს დაიტევს თქვენი „გროუპლეისი“ კენწეროთი ლამპიონების შეუხებლად? (გასათვალისწინებელია: გავარვარებულ ლამპიონსა და მცენარის კენწეროს შორის 30 სმ–ზე ნაკლები მანძილი დაუშვებელია).

ყვავილობის ხანგრძლივობა. გროვისათვის ღია გრუნტზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შემოდგომის ყინვების დადგომამდე სრულად ან თუნდაც 80%–ით მომწიფების უნარის მქონე ჯიშის შეძენა. ზოგჯერ დახურულ გრუნტზეც მნიშვნელოვანია ეს საკითხი. 

სურნელი. თუკი გროვი სავარაუდოდ განხორციელდება კერძო სახლის სარდაფში, შეგიძლიათ მძაფრი სუნის მქონე კანაბისის მოშენებაც კი. ბინაში მოსაშენებლად გამოიყენეთ ნაკლებად სურნელოვანი „შტამები“, თუმცა გონივრულად მოწყობილი „გროუბოქსიდან“ ნახშირის ფილტრის გამოყენებით სუნი არც კი იგრძნობა.  

როგორ შევიძინოთ პოპულარული ჯიშის კანაფის თესლები?

მაღაზია ბობ მარლის ასორტიმენტში არის ჰოლანდიური, იამაიკური, ესპანური და კანადური წარმოშობის რჩეული გენეტიკა. კანაფის თესლების შეძენა შესაძლებელია საფუთავში, ცალობითა და ბითუმად. საფუთავში მთავსებულ თესლებზე მწარმოებელი იძლევა ღივებადობის გარანტიას. საზღვარგარეთ გაგზავნა ხორციელდება 100%–იანი წინასწარი გადახდით. მარიხუანის თესლების შესაკვეთად ისარგებლეთ კალათით ან დაუტოვეთ საკუთარი საკონტაქტო ინფორმაცია ონლაინ კონსულტანტს და ჩვენ დაგიკავშირდებით შეკვეთის დასაზუსტებლად და გასაფორმებლად. საიტის „სახურავში“ განთავსებულ ტელეფონებზე Whatsapp, Telegram, Viber –ით შეგიძლიათ საქონლის მარაგების არსებობის, გადახდისა და მიტანის საკითხების დაზუსტება.