ავტომოყვავილე ჯიშის კანაფის ფემინიზებული თესლები


Showing 1 to 15 of 30 (2 Pages)
(Average rating 4.2 Total 335 ratings) 5

ავტოფემინიზებული

რას ნიშნავს ავტოფემინიზებული?

მარიხუანის ავტომოყვავილე ჯიშები განსხვავდება ფოტოპერიოდულისაგან იმით, რომ ყვავილობას იწყებენ ვეგეტატიური განვითარების ერთთვიანი პერიოდის შემდგომ განათების რეჟიმის მიუხედავად. ავტოყვავილობის უნარი განვითარდა რუდერალისის (გარეული კანაფის) ევოლუციის პროცესში და მდგომარეობს იმაში, რომ ვეგეტატიური პერიოდი გრძელდება შეზღუდული დროის განმავლობაში იმისათვის, რათა ხანმოკლე და ხშირ შემთხვევაში ცივი ზაფხულის მსვლელობაში მცენარემ მოასწროს დამტვერვა, ყვავილობა და თესლების წარმოქმნა. კულტურულ ავტოყვავილებს აშენებენ ფოტოპერიოდული მარიხუანის რუდერსლისით დამტვერვის გზით.       
ფემინიზებული თესლები – მამრობითი გენეტიკააღმოფხვრილი თესლები, ანუ მამრობითი მტვერის გარეშე მდედრობითი მცენარეების შეჯვარების გზით მიღებული. ფემინიზებული თესლებისგან (რეგულარულისაგან განსვავებით) შესაძლებელია მხოლოდ მდედრობითი მცენარეების გამოყვანა. რეგულარული თესლები იძლევა 10 – დან დაახლოებით 5 – 6 მდედრობით მცენარეს. 

მოვლის სიმარტივე და სწრაფი შედეგები

კანაბისის ავტომოყვავილე ფემინიზებული თესლები – დამწყები გროვერის არჩევანია რიგი ობიექტური მიზეზების გამო. ჯერ ერთი, რუდერალისის გენეტიკა ავტოყვავილებს არაიდეალური ტემპერატურული პირობებისა და სტრესის, მავნე მწერებისა და ბევრი დაავადების მიმართ მდგრადობას სძენს. ამას გარდა, ავტოყვავილობა საშუალებას იძლევა არ გაითვალისწინოთ თქვენი მცენარის სიდიდე – ბუჩქი ხომ თავისთავად აყვავილდება საჭირო დროს თქვენი ჩართულობის გარეშე. ავტომოყვავილე მცენარეების ცხოვრების ციკლი ჩვეულებრივად 1.5 – 2 ჯერ ნაკლებია ფოტოპერიოდულებთან შედარებით. ბევრი ავტოყვავილი ცხოვრების ციკლის 3 თვის თავზე მზად არის „ხარვესტისათვის“ (მოსავლის აღებისათვის). 

როგორ მოვაშენოთ სწორად ავტოყვავილები?

ავტომოყვავილე კანაბისი მშვენივრად გრძნობს თავს, როგორც ღია გრუნტზე, ასევე „ინდორში“ (შენობაში). მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ავტოყვავილების გადარგვა დაუშვებელია. ვარჯიშების მეთოდებიდან ავტომოყვავილე მარიხუანას მოუხდება მხოლოდ დაბალსტრესული, ვინაიდან ძლიერი სტრესი სერიოზულად აფერხებს მის განვითარებას, რაც დაუშვებელია ავტოყვავილობის შემთხვევაში – ვეგეტაციაზე ხომ გამოყოფილია მხოლოდ ერთი თვე. ინდორის პირობებში სოლიდური შედეგის მისაღებად გამოიყენეთ 400 ვატი სიმძლავრის ნათურა ან მისი ექვივალენტური შუქის წყარო 1 – 3 მცენარეზე. „აუტდორზე“ (ღია სივრცეში) ოპტიმალური იქნება თუ შეარჩევთ მზიან ნაკვეთს, რომელიც დღისით 1 – 2 საათით იჩრდილება. მცენარე მეტად სიცოცხლისუნარიანია და თავისუფლად აიტანს მცირეოდენ გადარწყვას ან წყლის დაკლებასაც, თუმცა გროვერის ინტერესებშია მაქსიმალურად დაუახლოვოს მოვლის პირობები იდეალურს. 

როგორ შევიძინოთ კანაფის ავტოფემინიზებული თესლები?

ონლაინ მაღაზია ბობ მარლის ვიტრინაზე წარმოდგენილია კანადური, ჰოლანდიური, ესპანური და იამაიკური წარმოების გენეტიკის უმაღლესი დონე. თქვენთვის შეთავაზებული ავტოყვავილები მრავალფეროვანია, ზოგიერთი მათგანი მსოფლიო სელექციის სიახლეს წარმოადგენს და კანაფის ავტომოყვავილე ჯიშებისათვის მანამდე წარმოუდგენელი მწარმოებლურობისა და ფსიქოაქტიურობის დემონსტრირებას ახდენს. ყოველი შეკვეთის შემდეგ კლიენტს ბონუსი ელის. მწარმოებლისაგან გარანტირებულია პროდუქციის მაღალი ხარისხი. შეკვეთის გასაკეთებლად მოგვმართეთ საიტის ზემოთ მითითებულ (Viber, Whatsapp, Telegram) ან ონლაინ კონსულტანტს. განაცხადის გაკეთება დამოუკიდებლადაც შესაძლებელია საქონლის კალათაში დამატებითა და მიტანისათვის საკუთარი მონაცემების დამატების გზით.