Banana Punch Barney Farm
-
27 ლ
საწყობშია
სიმაღლე: | 110 - 200 სმ |
THC: | 19% |
მოსავალი: | 600 - 700 გ/მ2 |
ბრენდი: | Barney's Farm |
ჯიში: | 55% Indica / 45% Sativa |
ყვავილობა: | 60 - 65 დღე |
ქვეყანა: | ჰოლანდია |
Banana Punch
ტიპი: ფემინიზირებული შტამი
Banana Punch – კიდევ ერთი საოცრება Barney Farm-ის ლაბორატორიიდან, რომელიც აერთიანებს ორ ყველაზე მოთხოვნად გენეტიკას, Banana OG-ს და Purple Punch-ს! ჩვენ შევარჩიეთ დამამშვიდებელი ეფექტის მქონე შტამი 55%-იანი ინდიკა, რომელიც გამოირჩევა მაღალმოსავლიანობით და ყვავილობის ხანმოკლე პერიოდით (60-65 დღე). ტერპენების, კერძოდ, ლიმონინისა და პინენის გაზრდილმა კონცენტრაციამ, შექმნა ციტრუსოვანი, ტროპიკული ხილის არომატი.Banana Punch-ის ჯიში არის მტკიცე, გამძლე სახეობა, რომელიც მარტივად ეგუება გარემო პირობების უეცარ ცვლილებას. შენობაში გაზრდისას მცენარე რამდენიმე კვირაში სასურველ სიმაღლეს აღწევს, ხოლო გარეთ გაზრდისას მწიფდება დაახლოებით სექტემბრის ბოლოს. OG Kush და Purple Punch გენეტიკის განსაცვიფრებელი ფერებისა და არომატის წყალობით, Banana Punch-ის შტამმა შეიძინა იასამნისფერი და ნარინჯისფერი ელფერი.ყვავილობის დაწყებისთანავე, ბუჩქი სწრაფად იღებს დამახასითებელ ფორმას, ყვავილები ფართოვდება და იზრდება, იფარება სქელი, წებოვანი, ქარვისფერი ფისებით, რომლებიც ტრიქომების ოქროს საფარს მოგვაგონებს. ამ სახეობაში ყველაზე გავრცელებული ტერპენებია: ლიმონენი, პინენი, მირცენი და კარიოფილინი. Banana Punch-ს შტამი არის 45% სატივა და 55% ინდიკა.
Banana Punch – თესლის შენახვის საუკეთესო საშუალება
Banana Punch-ს თესლის სწორად შესანახად, რეკომენდებულია მისი შენახვა გრილ, ბნელ ადგილას ჰერმეტულ კონტეინერში, ან მაცივარში, შესაბამისად მარკირებული და დათარიღებული, გაყინვის თავიდან ასაცილებლად.
რომელია საუკეთესო მეთოდი Banana Punch-ის თესლის გასაღვივებლად?
არსებობს კანაფის თესლის გაღვივების სხვადასხვა მეთოდი, ქაღალდის პირსახოცის მეთოდი ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, როდესაც თესლს ათავსებენ ნესტიანი ქაღალდის პირსახოცზე და აფარებენ სხვა ნესტიან პირსახოცს, ან ბამბას, რათა შეინარჩუნონ ტენიანობა. ამის შემდეგ, შეინახეთ თესლი თბილ, ბნელ ადგილას და შეამოწმეთ ყოველდღე ტენიანობა. მას შემდეგ, რაც თესლი გაღვივდება, ფრთხილად მოათავსეთ ის ნიადაგში.
ტემპერატურა, რომელიც საჭიროა Banana Punch-ის თესლის გასაღვივებლად
Banana Punch-ის კანაფის თესლი აღმოცენდება 21°C-დან 32°C-მდე ტემპერატურაზე. 21°C და 32°C ზემოთ ტემპერატურამ შეიძლება ხელი შეუშალოს გაღვივების პროცესს. დაბალი ტემპერატურა ანელებს, ან უარეს შემთხვევაში სრულად აჩერებს თესლის აღმოცენების პროცესს.