Blueberry Cheese
-
27 ლ
საწყობშია
Blueberry Cheese
ტიპი: ავტოყვავილოვანი შტამი
კლასიკური Blueberry Cheese ახლა უკვე ხელმისაწვდომია ავტოყვავილოვან ვარიანტში. ეს ჯიში მარტივი მოსავლელია და მისი მაღალმოსავლიანობის გამო Blue Cheese Auto ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო ავტოყვავილოვან შტამად ითვლება.ეს ინოვაციური ჯიში არის Blueberry Cheese-ის შეჯვარების საბოლოო პროდუქტი, რომელსაც რუდერალისის გენების კომპლექტი აქვს. Blue Cheese იზრდება მინიმალური ძალისხმევის შედეგად (140 სმ-მდე გარეთ, ან 110 სმ-მდე შენობაში) და ყვავილობს დაახლოებით მეხუთე კვირაში.ამ ავტოყვავილოვან მცენარეში დომინირებს ორიგინალური Blueberry Cheese-ის არომატი და აქვს ყველის დამახასიათებელი სურნელი.მცენარის შიდა პირობებში მოყვანისას მოსავლიანობა დაახლოებით 450-550 გ/მ²-ია, ხოლო გარეთ გაზრდისას თითო ბუჩქი დაახლოებით 180-250 გრამს იძლევა. Blue Cheese Auto, Barneys Farm-ისგან არის 20% სატივა და 80% ინდიკას შტამი.
საუკეთესო ვარიანტი Blueberry Cheese-ს თესლის შესანახად
Blue Cheese Auto-ს თესლების სწორად შესანახად რეკომენდებულია მათი შენახვა გრილ, ბნელ ადგილას ჰერმეტულ კონტეინერში, იდეალურია თუ შეინახავთ მაცივარში, შესაბამისი ეტიკეტით და თარიღით, გაყინვის თავიდან ასაცილებლად.
რომელია საუკეთესო მეთოდი Blueberry Cheese-ს თესლების გასაღვივებლად?
Blueberry Cheese-ს კანაფის თესლის გაღვივების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ქაღალდის პირსახოცის მეთოდი ჩვეულებრივი მეთოდია. ამ დროს, თესლს ათავსებენ ნესტიან ქაღალდზე და ზემოდან აფარებენ ნესტიან ბამბას, ან თხელ პირსახოცს, რათა შეინარჩუნონ თესლის ტენიანობა. ამის შემდეგ, თესლი უნდა შეინახოთ თბილ, ბნელ ადგილას და შეამოწმოთ ყოველდღე. მას შემდეგ, რაც თესლი აღმოცენდება, შეგიძლიათ ფრთხილად გადაიტანოთ ის ნიადაგში, ან შესაბამის სუბსტრატში.
ოპტიმალური ტემპერატურა თესლის გასაღვივებლად
Blueberry Cheese-ს თესლისთვის აუცილებელია 21°C-დან 32°C-მდე ტემპერატურის შენარჩუნება. 21-32-ზე ზემოთ ტემპერატურამ შეიძლება ხელი შეუშალოს, ან შეაფერხოს ჯანსაღი გაღვივების პროცესი. დაბალი ტემპერატურა კი ანელებს პროცესს. მაღალმა ტემპერატურამ ზრდის შეფერხებასთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს თესლის გამოშრობა.