Gorilla Glue Auto Barney Farm
-
27 ლ
საწყობშია
THC: | 21-24% |
Gorilla Glue Auto
ტიპი: ავტოყვავილოვანი შტამი
კანაფის ეს ავტომოყვავილე, ფემინიზირებული ჯიში სარგებლობს დიდი პოპულარობით როგორც პროფესიონალ, ასევე დამწყებ გროვერებში. მშობლიური გენები მსოფლიოში განთქმული სტრეინის (Gorilla Glue) შტამს ანიჭებს THC მაღალ მაჩვენებელს - 23%. გამოირჩევა შესანიშნავი მოსავლიანობით და ძლიერი ზემოქმედებით. მცენარის სასიცოცხლო ციკლი გრძელდება 75-85 დღის მანძილზე. მოსავლიანობის მაქსიმალური მაჩვენებელი დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე და მოვლაზე, თუმცა საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 500 გრამს ერთი კვადრატული მეტრიდან. ბუჩქის სიმაღლე არ აჭარბებს 1 მეტრს. ხოლო ღია ცის ქვეშ შესაძლებელია 230-300 გრამის აღება. Barney Farm-ის Gorilla Glue Auto შტამი არის 45% სატივა და 55% ინდიკა.
საუკეთესო ვარიანტი თესლის Gorilla Glue Auto-ს შესანახად
Gorilla Glue Auto-ს თესლების სწორად შესანახად რეკომენდებულია მათი შენახვა გრილ, ბნელ ადგილას ჰერმეტულ კონტეინერში, იდეალურია თუ შეინახავთ მაცივარში, შესაბამისი ეტიკეტით და თარიღით, გაყინვის თავიდან ასაცილებლად.
რომელია საუკეთესო მეთოდი Gorilla Glue Auto-ს თესლების გასაღვივებლად?
Gorilla Glue Auto-ს კანაფის თესლის გაღვივების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ქაღალდის პირსახოცის მეთოდი ჩვეულებრივი მეთოდია. ამ დროს, თესლს ატავსებენ ნესტიან ქაღალდზე და ზემოდან აფარებენ ნესტიან ბამბას, ან თხელ პირსახოცს, რათა შეინარჩუნონ თესლის ტენიანობა. ამის შემდეგ, თესლი უნდა შეინახოთ თბილ, ბნელ ადგილას და შეამოწმეოთ ყოველდღე. მას შემდეგ, რაც თესლი აღმოცენდება, შეგიძლიათ ფრთხილად გადაიტანოთ ის ნიადაგში ან შესაბამის სუბსტრატში.
ოპტიმალური ტემპერატურა თესლის გასაღვივებლად
Gorilla Glue Auto-ს თესლისთვის აუცილებელია 21°C-დან 32°C-მდე ტემპერატურის შენარჩუნება. 21-32-ზე ზემოთ ტემპერატურამ შეიძლება ხელი შეუშალოს ან შეაფერხოს ჯანსაღი გაღვივების პროცესი. დაბალი ტემპერატურა კი ანელებს პროცესს. მაღალმა ტემპერატურამ ზრდის შეფერხებასთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს თესლის გამოშრობა.