Moby Dick Barney Farm
-
27 ლ
საწყობშია
THC: | 24% |
Moby Dick
ტიპი: ფემინიზირებული შტამი
ეს ნაკლებად ცნობილი ჯიში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს როგორც ახალბედა, ისე გამოცდილ გროვერებს შორის, მისი საოცრად მაღალი მოსავლიანობის გამო.
ორი ყველაზე პროდუქტიული შტამის – White Widow და Haze-ს შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ეს ჯიში 700 გ/მ² მოსავალს იძლევა. ეს არის სატივას დომინანტური კანაფის ჰიბრიდი, რომელიც ძალიან მცირე დროში იქცა მარიხუანას ეტალონად. მისი დიდებული გენეტიკის წყალობით ის მაღალმოსავლიანობით და ძლიერი ეფექტით გამოირჩევა. მისი ყვავილობის პერიოდი ხანმოკლეა და რაც ყველაზე მთავარია, ის მარტივი მოსავლელია. აქვს მსხვილი და წებოვანი ფისით დაფარული ყვავილები.
Moby Dick გამძლე, ძლიერი, ობის წინააღმდეგ მდგრადი და მაღალმოსავლიანი სატივაა.გარე გრუნტში გაზრდისას მცენარე თავის ციკლს ოქტომბრის პირველ კვირას ასრულებს. გროვერებს უყვართ მისი ტკბილი ვანილის არომატი და ხარისხიანი მოსავალი.
როგორ შევინახოთ Moby Dick-ს კანაფის თესლი?
რეკომენდირებულია Moby Dick-ს თესლის გრილ და ბნელ ადგილას, ჰერმეტულ კონტეინერში შენახვა. იდეალურ შემთხვევაში თესლები მაცივარში ინახება, სათანადო მარკირებით. მოერიდეთ თესლის გაყინვას.
რომელია საუკეთესო მეთოდი Moby Dick-ს თესლების გასაღვივებლად?
Moby Dick-ს კანაფის თესლის გაღვივების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ქაღალდის პირსახოცის მეთოდი ჩვეულებრივი მეთოდია. ამ დროს, თესლს ათავსებენ ნესტიან ქაღალდზე და ზემოდან აფარებენ ნესტიან ბამბას, ან თხელ პირსახოცს, რათა შეინარჩუნონ თესლის ტენიანობა. ამის შემდეგ, თესლი უნდა შეინახოთ თბილ, ბნელ ადგილას და შეამოწმოთ ყოველდღე. მას შემდეგ, რაც თესლი აღმოცენდება, შეგიძლიათ ფრთხილად გადაიტანოთ ის ნიადაგში ან შესაბამის სუბსტრატში.
ოპტიმალური ტემპერატურა თესლის გასაღვივებლად
Moby Dick-ს თესლისთვის აუცილებელია 21°C-დან 32°C-მდე ტემპერატურის შენარჩუნება. 21-32-ზე ზემოთ ტემპერატურამ შეიძლება ხელი შეუშალოს ან შეაფერხოს ჯანსაღი გაღვივების პროცესი. დაბალი ტემპერატურა კი ანელებს პროცესს. მაღალმა ტემპერატურამ ზრდის შეფერხებასთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს თესლის გამოშრობა.