OG Kush Barney Farm
-
27 ლ
საწყობშია
THC: | 23%-26% |
OG Kush
ტიპი: ფემინიზირებული შტამი
OG KUSH არის ყველაზე ცნობილი ჯიში შტატების დასავლეთ სანაპიროზე. როგორც შიდა, ისე გარე გრუნტში გაზრდისას, მცენარეები მდგრადია და მარტივად იზრდებიან. ეს შტამი იძლევა მაღალი ხარისხის მოსავალს. OG Kush გამოირჩევა მისი ძლიერი ეიფორიის შეგრძნებით. აქვს ფიჭვისა და ლიმონის არომატი. მისი THC დონე მერყეობს 23%-დან 26%-მდე. ინდიკას გენეტიკა მას იდეალურ შტამად აქცევს მათთვის, ვინც ეძებს ღრმა რელაქსაციის, ტკივილის მოხსნის და სტრესის შემსუბუქების საშუალებას. ძლიერი და გრძელვადიანი ეფექტით, ეს შესანიშნავი შტამი გროვერების ერთ-ერთი ფავორიტია.
ყვავილობის ციკლი გრძელდება სულ რაღაც 55-65 დღე, რაც გროვერებს საშუალებას აძლევს, უფრო ადრეულ ეტაპზე აიღონ მოსავალი.
შენობაში გაზრდისას, OG Kush-ს შეუძლია მიაღწიოს 1 მ-დან 1,20 მ-მდე სიმაღლეს 550 გ/მ² მოსავლის რაოდენობით. ხოლო გარეთ გაზრდისას, 1,5 მ-დან 2,5 მ-მდე 1,5 კგ-მდე მოსავლის რაოდენობით.
სწორედ მირცენის მაღალი კონცენტრაცია იწვევს ეიფორიის და ღრმა რელაქსაციის ხანგრძლივად მიღების საშუალებას. Barneys Farm-ის OG Kush შტამი არის 30% სატივა 70% ინდიკას შტამი.
როგორ შევინახო OG Kush-ს კანაფის თესლი?
რეკომენდირებულია OG Kush-ს თესლის გრილ და ბნელ ადგილას, ჰერმეტულ კონტეინერში შევინახოთ. იდეალურ შემთხვევაში თესლები მაცივარში ინახება, სათანადო მარკირებით. მოერიდეთ თესლის გაყინვას.
რომელია საუკეთესო მეთოდი OG Kush-ს თესლების გასაღვივებლად?
OG Kush-ს კანაფის თესლის გაღვივების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ქაღალდის პირსახოცის მეთოდი ჩვეულებრივი მეთოდია. ამ დროს, თესლს ათავსებენ ნესტიან ქაღალდზე და ზემოდან აფარებენ ნესტიან ბამბას, ან თხელ პირსახოცს, რათა შეინარჩუნონ თესლის ტენიანობა. ამის შემდეგ თესლი უნდა შეინახოთ თბილ, ბნელ ადგილას და შეამოწმოთ ყოველდღე. მას შემდეგ, რაც თესლი აღმოცენდება, შეგიძლიათ ფრთხილად გადაიტანოთ ის ნიადაგში ან შესაბამის სუბსტრატში.
ოპტიმალური ტემპერატურა თესლის გასაღვივებლად
OG Kush-ს თესლისთვის აუცილებელია 21°C-დან 32°C-მდე ტემპერატურის შენარჩუნება. 21-32-ზე ზემოთ ტემპერატურამ შეიძლება ხელი შეუშალოს ან შეაფერხოს ჯანსაღი გაღვივების პროცესი. დაბალი ტემპერატურა კი ანელებს პროცესს. მაღალმა ტემპერატურამ ზრდის შეფერხებასთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს თესლის გამოშრობა.