Peyote Critical Barney Farm
-
27 ლ
საწყობშია
THC: | 24% |
Peyote Critical
ტიპი: ფემინიზირებული შტამი
Peyote Critical – ექსკლუზიური გამოშვების სუფთა ინდიკას ჰიბრიდი, რომელიც მაღალმოსავლიანობით და გარემო პირობების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა.
Peyote Critical, "შეზღუდული გამოცემის" შტამი, შეიქმნა Peyote Purple-ისა და CRITICAL KUSH-ის შეჯვარებით. შედეგი არის ინდიკას ჰიბრიდი, რომელიც აერთიანებს CRITICAL KUSH-ის მთლიან სიძლიერეს.ეს ორი მცენარე ჰარმონიულ კომბინაციაში ერწყმის ერთმანეთს. ორივე მშობელი მცენარე ხანმოკლე ყვავილობის პერიოდით ხასიათდება და იძლევა უხვი რაოდენობით მოსავალს. ამ მდგრად ჰიბრიდს შეუძლია მავნებლებისა და დაავადებების თავიდან აცილება.გემრიელი და ტკბილი არომატები, რომელშიც გაერთიანებულია ძველი ხის და ტკბილი ყავის სურნელი.Barneys Farm-ის Peyote Critical არის 20% სატივა და 80% ინდიკას შტამი.
როგორ შევინახოთ Peyote Critical-ს კანაფის თესლი?
რეკომენდირებულია Peyote Critical-ს თესლის გრილ და ბნელ ადგილას, ჰერმეტულ კონტეინერში შენახვა. იდეალურ შემთხვევაში თესლები მაცივარში ინახება, სათანადო მარკირებით. მოერიდეთ თესლის გაყინვას.
რომელია საუკეთესო მეთოდი Peyote Critical-ს თესლების გასაღვივებლად?
Peyote Critical-ს კანაფის თესლის გაღვივების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ქაღალდის პირსახოცის მეთოდი ჩვეულებრივი მეთოდია. ამ დროს, თესლს ათავსებენ ნესტიან ქაღალდზე და ზემოდან აფარებენ ნესტიან ბამბას, ან თხელ პირსახოცს, რათა შეინარჩუნონ თესლის ტენიანობა. ამის შემდეგ თესლი უნდა შეინახოთ თბილ, ბნელ ადგილას და შეამოწმოთ ყოველდღე. მას შემდეგ, რაც თესლი აღმოცენდება, შეგიძლიათ ფრთხილად გადაიტანოთ ის ნიადაგში ან შესაბამის სუბსტრატში.
ოპტიმალური ტემპერატურა თესლის გასაღვივებლად
Peyote Critical-ს თესლისთვის აუცილებელია 21°C-დან 32°C-მდე ტემპერატურის შენარჩუნება. 21-32-ზე ზემოთ ტემპერატურამ შეიძლება ხელი შეუშალოს ან შეაფერხოს ჯანსაღი გაღვივების პროცესი. დაბალი ტემპერატურა კი ანელებს პროცესს. მაღალმა ტემპერატურამ ზრდის შეფერხებასთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს თესლის გამოშრობა.