Runtz x Layer Cake Barney Farm
-
27 ლ
საწყობშია
THC: | 27% |
Runtz x Layer Cake
ტიპი: ფემინიზირებული შტამი
Runtz x Layer Cake-ს შტამი Barney's Farm-სგან – 2022 წლის ერთ-ერთი საუკეთესო შტამი! დასავლეთ სანაპიროს განსაცვიფრებელი გენეტიკის საუკეთესო ნაზავი, THC-ის მაღალი კონცენატრაციით და უხვმოსავლიანობით გამოირჩევა.ეს სახეობა შექმნილია Zkittlez და Gelato-ს გადაკვეთით.ცხადია, რომ ამ სუპერ ჰიბრიდის გენეტიკა საპატიო ადგილს იმსახურებს ჩვენს კატალოგში, მაგრამ ჩვენი მიზანია უნიკალური ჯიშების წარმოჩენა.Runtz x Layer Cake არის იდეალურად დაბალანსებული 50% ინდიკა/სატივას მდგრადი ჰიბრიდი, რომელიც წარმოქმნის დიდი ზომის ინდიკას სტილის ქარვისფერ, ნარინჯისფერი თმებით და ოქროსფერი ტრიქომებით დაფარულ ყვავილებს. დამახასიათებელია სწრაფი ყვავილობის პერიოდი – 65-დან 70 დღემდე, შიდა მოსავლიანობა 650 გ/მ²-მდე. THC-ის დონე 27%-მდეა. გარეთ, იდეალურ პირობებში, Runtz x Layer Cake შტამი აღწევს 2 მეტრ სიმაღლეს და იძლევა 2,5 კგ-მდე მოსავალს.Runtz x Layer Cake, Barneys Farm-სგან არის 50% სატივა და 50% ინდიკას შტამი.
როგორ შევინახოთ Runtz x Layer Cake-ს კანაფის თესლი?
რეკომენდირებულია Runtz x Layer Cake-ს თესლის გრილ და ბნელ ადგილას, ჰერმეტულ კონტეინერში შენახვა. იდეალურ შემთხვევაში თესლები მაცივარში ინახება, სათანადო მარკირებით. მოერიდეთ თესლის გაყინვას.
რომელია საუკეთესო მეთოდი Runtz x Layer Cake-ს თესლების გასაღვივებლად?
Runtz x Layer Cake-ს კანაფის თესლის გაღვივების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ქაღალდის პირსახოცის მეთოდი ჩვეულებრივი მეთოდია. ამ დროს, თესლს ათავსებენ ნესტიან ქაღალდზე და ზემოდან აფარებენ ნესტიან ბამბას, ან თხელ პირსახოცს, რათა შეინარჩუნონ თესლის ტენიანობა. ამის შემდეგ თესლი უნდა შეინახოთ თბილ, ბნელ ადგილას და შეამოწმოთ ყოველდღე. მას შემდეგ, რაც თესლი აღმოცენდება, შეგიძლიათ ფრთხილად გადაიტანოთ ის ნიადაგში ან შესაბამის სუბსტრატში.
ოპტიმალური ტემპერატურა თესლის გასაღვივებლად
Runtz x Layer Cake-ს თესლისთვის აუცილებელია 21°C-დან 32°C-მდე ტემპერატურის შენარჩუნება. 21-32-ზე ზემოთ ტემპერატურამ შეიძლება ხელი შეუშალოს ან შეაფერხოს ჯანსაღი გაღვივების პროცესი. დაბალი ტემპერატურა კი ანელებს პროცესს. მაღალმა ტემპერატურამ ზრდის შეფერხებასთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს თესლის გამოშრობა.