Widow Remedy Barney Farm
-
27 ლ
საწყობშია
Widow Remedy
ტიპი: რეგულარული შტამი
Widow Remedy-ს შტამი შეიქმნა Tijuana Sativa-ს და Kerala-ს შეჯვარებით, რამაც შექმნა ულამაზესი დომინანტური სატივას მცენარე, კანაბინოიდების მაღალი შემცველობით. შტამი შემდგომ შეაჯვარეს Afghan-ს სუფთა სახეობასთან მოსავლიანობის გაზრდის, ყვავილობის პერიოდის შემცირების და გაზრდილი CBD-ის დონის მოსამატებლად.
ამ სამმხრივი ნაზავის საბოლოო შედეგი არის შესანიშნავი ჰიბრიდი, მაღალი CBD-ის მაჩვენებლით. Widow Remedy ეფექტურია ტკივილის, უძილობისა და გულისრევის მოსახსნელად.
Widow Remedy-ს რეგულარული შტამი Barneys Farm-ისგან არის 60% სატივა და 40% ინდიკა.
როგორ შევინახოთ Widow Remedy-ს თესლი?
რეკომენდირებულია Widow Remedy-ს თესლის გრილ და ბნელ ადგილას, ჰერმეტულ კონტეინერში შენახვა. იდეალურ შემთხვევაში თესლები მაცივარში ინახება, სათანადო მარკირებით. მოერიდეთ თესლის გაყინვას.
რომელია საუკეთესო მეთოდი Widow Remedy-ს თესლების გასაღვივებლად?
Widow Remedy-ს კანაფის თესლის გაღვივების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ქაღალდის პირსახოცის მეთოდი ჩვეულებრივი მეთოდია. ამ დროს, თესლს ათავსებენ ნესტიან ქაღალდზე და ზემოდან აფარებენ ნესტიან ბამბას, ან თხელ პირსახოცს, რათა შეინარჩუნონ თესლის ტენიანობა. ამის შემდეგ თესლი უნდა შეინახოთ თბილ, ბნელ ადგილას და შეამოწმოთ ყოველდღე. მას შემდეგ, რაც თესლი აღმოცენდება, შეგიძლიათ ფრთხილად გადაიტანოთ ის ნიადაგში ან შესაბამის სუბსტრატში.
ოპტიმალური ტემპერატურა თესლის გასაღვივებლად
Widow Remedy-ს თესლისთვის აუცილებელია 21°C-დან 32°C-მდე ტემპერატურის შენარჩუნება. 21-32-ზე ზემოთ ტემპერატურამ შეიძლებახელი შეუშალოს ან შეაფერხოს ჯანსაღი გაღვივების პროცესი. დაბალი ტემპერატურა კი ანელებს პროცესს. მაღალმა ტემპერატურამ ზრდის შეფერხებასთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს თესლის გამოშრობა.