მაღალი (160-220სმ)


Showing 16 to 19 of 19 (2 Pages)
(Average rating 4.0 Total 148 ratings) 5

მაღალი

კანაფის მაღალტანიანი ჯიშები და გიგანტები (160-220 სმ) 

კანაფის დიდი ჯიშების თავისებურებანი და უპირატესობები

ადრე თუ გვიან თითოეული ჩვენთაგანი დიდი ბუჩქის მოყვანის დასკვნამდე მიდის. ყველასათვის ცნობილი გამონათქვამი „კანაფიც ხეა, ოღონდ მას გაზრდას არ აცლიან“, გამოგონილია პროფანების მიერ, ყველა გროვერისათვის ხომ ცნობილია: რაც მეტია ხე, მით უფრო საგრძნობი და ძლიერმოქმედია მოსავალიც. დიდი ჯიშის მარიხუანის ბუჩქების სიმაღლე – 1,7–5 მ. აღწევს. გასაკვირი არც არის, რომ 4 მეტრიანი ბუჩქი იძლევა 1–2 კგ. შხამიან ყვავილედებს, რომელთა მხოლოდ ერთი სუნიც კი იწვევს მსუბუქ თავბრუხვევას... მახალტანიანი მარიხუანის გენოტიპში ჩვეულებრივად დომინირებს სატივა, თუმცა მაღაზია ბობ მარლის ვიტრინაში არის მახალტანიანი ჯიშის ინდიკაც, მაგალითად Fractal (2 მ–მდე). სუფთა სატივისათვის დამახასიათებელია არც თუ ისე დიდი ყვავილედები რამდენადმე გათქვირებული ფაქტურით (ინდიკასთან შედარებით), მაგრამ მათი მძლავრი ზემოქმედება თავზარს დასცემს ბებერ მეკობრეს, cannabis sativa ხომ შეიცავს გაცილებით მეტ ტჰკ–ს.      

მაღალტანიანი ჯიშის კანაბისი. რა უნდა გავითვალისწინოთ კულტივაციისას?

მაღალი სიმაღლის მცენარეები უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე მათი დაბალტანიანი მოძმეები, მათი მოშენება შეგიძლიათ ითავოთ, თუ დარწმუნებული ხართ საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნაში.  

„ინდორზე“ წყლის, სასუქებისა და შუქის ხარჯი დიდ მცენარეებში გაცილებით მეტია;

ყვავილობის დროს აუცილებელია დამატებითი საყრდენი, ვინაიდან სატივის მაღალი სიმაღლის ღეროები ვერ უძლებს ყვავილედების სიმძიმეს;

2 მ. სიმაღლის ბუჩქის საფესვე სივრცე – 24 ლ. 3–4 მ.–სა კი 40 ლ;

ღია გრუნტზე პლანტაციის ადგილმდებარეობა საგულდაგულოდ შესარჩევია, მოყვავილე მცენარე ხომ თავისუფლად ყილვადიცა და ყნოსვადიცაა შორ მანძილზეც კი;

„აუტდორზე“ აერაცია უნაკლო უნდა გქონდეთ, ასეთ მჭიდრო და დიდ ნარგავებში დამდგარი სუნისაგან ხომ ობი ჩნდება;

ყვავილობის ხანგრძლივობა მაღალტანიან მცენარეებში 5 თვემდე აღწევს (ყველაზე მაღლებში).

როგორ შევარჩიოთ კანაბისის მაღალტანიანი ჯიში?

გროვერი უნდა სარგებლობდეს ორი ამოსავალი წინაპირობით:

1) რა სიმაღლის მცენარე დაეტევა თქვენს პირობებში?

2) ყვავილობის რა ხანგრძლივობის საშუალება გაქვთ?

„აუტდორისათვის“, რა თქმა უნდა მეორე პირობა უფრო აქტუალურია. მაგალითად, Pablo Escobar ყვავილობს მხოლოდ 10–11 კვირა, ამიტომ მაისის დასაწყისში 2–3 კვირიანი, რამდენადმე მომძლავრებული მცენარის დათესვისას, „ხარვესტი“ დადგება ოქტორმბრის ბოლოსათვის. ინდიკა Fractal–ი კი კიდევ უფრო სწრაფად ყვავილობს. მაგრამ Divine Sativa–ს მსგავსი მცენარეები მწიფდება ნოემბრის ბოლოსათვის და რა თქმა უნდა, ყველა კლიმატურ პირობებში როდი ასწრებს ციკლის დასრულებას ყინვების დადგომამდე.      

როგორ შევიძინოთ  ტანმაღალი ჯიშის კანაფი?

მარიხუანის თესლების ონლაინ მაღაზია ბობ მარლის ასორტიმენტში არის ჰოლანდიური, იამაიკური, კანადური და ესპანური ელიტური სიდბანკების რჩეული გენეტიკა. თესლების რეალიზება ხორციელდება მწარმოებლის ორიგინალურ საფუთავებში (ამ შემთხვევაში ძალიაშია ღივებადობის გარანტია) და ცალობით. თესლების ხარისხი აღემატება მათ ფასს, ამისათვის ჩვენ ვთანამშრომლობთ მაღალი სტაბილურობისა და ღივებადობის სათესლე მასალებით კარგად დარეკომენდებულ საუკეთესო მწარმოებლებთან. დიდი ზომის კანაბისის თესლების შესაკვეთად დაამატეთ საქონელი კალათაში, შემდეგ გადადით თავად კალათაში, სადაც საჭიროა შეკვეთის გაფორმება, ანუ მიტანისათვის მონაცემების დატოვება. გაფორმებასთან, საქონლის არსებობასთან, მიტანის პირობებთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხით მიმართეთ ონლაინ კონსულტანტს ან დარეკეთ საიტის „სახურავში“ მითითებულ სატრელეფონო ნომრებზე Viber, Telegram, Whatsapp–ში.