• თესლი Overdose
  • კენჭი თესლი Overdose
  • ყიდვა თესლი Overdose
  • Overdose
  • თესლი Overdose - ფოტო 1

Overdose

რეიტინგი: 0 ( 0 შეფასებები)
https://ge.konoplisemena.com/image/cache/catalog/products/buds/overdosehh-500x500.jpg
  • 27 ლ

    საწყობშია 27 GEL
მიაქციეთ ყურადღება
ორიგინალ შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი, მწარმოებლის ჰოლოგრამა!
სიმაღლე: 165 - 220 სმ
THC: 27%
მოსავალი: 750 - 1000 გ/მ2
ბრენდი: Divine Seeds
ჯიში: ინდიკა
ყვავილობა: 9 კვირა
გენეტიკა: ავღანეთი / კოლუმბია / მექსიკა

Overdose ჯიშის წარმოშობაზე ბევრი ექსპერტი კამათობს. Divine Seeds არ ამხელს ამ ჯიშის გენოტიპის ზუსტ ფორმულას. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით,რომ Overdose - ის გენეტიკაში არის ცნობილი ჰიბრიდის ინდიკა - L.S.D. კანაფის საზოგადოებაში დადის ჭორები, რომ ჯიშის ერთ-ერთი მშობელი ასევე ძლიერი ჯიშის ნაირსახეობაა, ხილის სურნელით და მაღალი THC შემცველობით. სავარაუდოა, რომ ეს არის Girl Scout Cookies (THC 31%-მდე) ან Bruce Banner (30%-მდე)-ის ნაირსახეობა. დაზუსტებით არ ვიცით, მწარმოებელმა არჩია არ გაემხილა ჩვენთვის ეს ინფორმაცია.

სხვადასხვა ექსპერიმენტული მეთოდებიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ კანაფის ახალი ჯიში Overdose აღმოჩნდა მაღალი მოსავლიანობის მქონე ინდიკა, ავღანური და პაკისტანური გენეტიკით. ტერპენები,როგორებიცაა:კარიოფილინი, მირცენი, პინენი და ოციმენი, აძლევს ჯიშს პიკანტურ არომატს, ტროპიკული და წიწვოვანი სურნელით. იგივე ნივთიერებები აძლიერებენ ეფექტს ადამიანის თავის ტვინზე და სასიამოვნო გამოცდილებას გვრიან მწეველს. ჯიში კლასიფიცირდება როგორც სამედიცინო კლასის მარიხუანა.

Overdose - მცენარის გაზრდა

ამ ჯიშს ბევრი სივრცე და სინათლე სჭირდება. ქოთანში გაზრდისას ერთ მცენარეს ესაჭიროება 30 - 40 ლიტრი მოცულობის ჭურჭელი. მცენარე კარგად იზრდება ღია გრუნტში და ადვილად იტანს სიცხეს, ახლო აღმოსავლური გენეტიკის გამო. შესაძლებელია მისი კულტივირება ნებისმიერი ტიპის ნიადაგში ან სუბსტრატში, რომელიც შესაფერისია კანაფის მცენარისთვის: ქოქოსის ბოჭკოვანი, ჰიდროპონიკური ინსტალაცია ან ბუნებრივი ნიადაგი. ვეგეტაციის ეტაპზე რეკომენდირებულია მცენარეების ვარჯიში თქვენთვის ხელსაყრელი ფორმით (LST, ScroG, pruning, SoG), იმისთვის, რომ აიღოთ კარგი მოსავალი.

ყვავილობაზე გადასვლისას მცენარე აგრძელებს ზრდას 1-2 კვირის განმავლობაში. ამ ეტაპზე მას მუსკატის კაკლის ტკბილი სურნელი დაკრავს. ყვავილების საერთო მასა, სქელი და მკვრივი ყვავილედების ხარჯზე იმატებს. ყვავილებზე დაკვირვებისას ვხედავთ დაახლოებით იგივეს, რასაც პოპკორნის მიკროტალღურ ღუმელში გაკეთებისას - უბრალოდ პროცესი ნელა მიმდინარეობს. კანაფის მძაფრი სუნი აშორებს მცენარეს მწერებსა და პარაზიტებს, ხოლო ცოტაოდენი სატივას გენეტიკა მცენარეს ანიჭებს მდგრადობას სოკოებია და ობის წინააღმდეგ. დახურულ გრუნტში გაზრდისას, საჭიროა მაღალი ხარისხის აერაცია და ჰაერის ტენიანობის კონტროლი, რადგან ნესტიან, ცუდი ვენტილაციის პირობეში ყვავილები შეიძლება დალპეს.

მომწიფებული ბუჩქების სუნი მოგვაგონებს აღმოსავლურ ტკბილეულს. Overdose-ის ყვავილების ჭრელი ფერი კი მოგვაგონებს ჯიშის ნაწილობრივ ტროპიკულ წარმოშობას, მაგრამ მისი სტრუქტურა და ფისების რაოდენობა სუფთა ავღანური ინდიკის მსგავსია. ღია გრუნტში მომწიფება ხდება სექტემბრის ბოლოს/ოქტომბრის შუა რიცხვებში. ვარჯიშის დროს ერთი ბუჩქიდან შეგვიძლია ავიღოთ 1000 გ-მდე მოსავალი (700 გ-მდე ვარჯიშის გარეშე).

Overdose - ეფექტი

არ შეიძლება ამ ჯიშის მოწევა, თუ აპირებთ მანქანის მართვას! ასევე, არ არის სასურველი ალკოჰოლის დალევა და შემდეგ მოწევა. Overdose -ის მოწევისას იგრძნობა სასიამოვნო ფიჭვის სურნელი, რაც მისი სიძლიერის მაჩვენებელია. ეს არის მარიხუანას ერთ-ერთი შტამი, რომლის სუნი დაკეტილი ჩანთიდანაც კი იგრძნობა. მოწევისას ადამიანი გრძნობს ეიფორიას და ტონუსის მატებას. შეგრძნება გრძელდება 3-5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თითქოს გრავიტაცია რამდენჯერმე იზრდება, დაახლოებით როგორც პლანეტა სატურნზე.

ეს მდგომარეობა არ არის კომფორტული მაშინ, როდესაც გიწევთ გარეთ მოძრაობა ან კომუნიკაცია, თუმცა სასიამოვნოა მუსიკის მოსმენა ან შხაპის მიღება. თქვენს ცნობიერებაში მოხდება ღრმა და გლობალური პროცესები. შეიძლება გაგახსენდეთ მრავალი წლის წინანდელი სიზმარი, რადგან THC გავლენას ახდენს ტვინის უბნებზე, რომლებიც დაკავშირებულია სიზმრებთან და პასუხისმგებელია მეხსიერებაზე. დრო შესამჩნევად ნელდება.

Overdose სამედიცინო მიზნით გამოიყენება უმადობის, უძილობის და გაღიზიანებადობის სამკურნალოდ. ამცირებს არტერიულ წნევას - თუ დაბალი წნევა გაქვთ, საჭიროა მცირე დოზებით მოწევა. ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს ეპილეფსიისა და ასთმის დროს, CBD -ის მაღალი შემცველობის გამო. თრგუნავს გულისრევას, ხსნის კუნთების სპაზმს და კრუნჩხვებს. ეფექტი გრძელდება 3 საათამდე, ამის შემდეგ ადამიანი გრძნობს პოსტ-ეფექტს, ანუ სასიამოვნო დაღლილობას, ხშირად ძილიანობასაც.


მიმოხილვა (0)
უკუკავშირის დამატება

დაწერე მიმოხილვა

გაფრთხილება: HTML არ არის მხარდაჭერილი! გამოიყენეთ უბრალო ტექსტი!
    ცუდია           კარგი




ასევე რეკომენდირებულია