• თესლი Auto Overdose
  • კენჭი თესლი Auto Overdose
  • ყიდვა თესლი Auto Overdose
  • Auto Overdose
  • თესლი Auto Overdose - ფოტო 1
  • კენჭი თესლი Auto Overdose - ფოტო 1
  • ყიდვა თესლი Auto Overdose - ფოტო 1
  • Auto Overdose - ფოტო 1
  • თესლი Auto Overdose - ფოტო 2

Auto Overdose Feminised

რეიტინგი: 0 ( 0 შეფასებები)
https://ge.konoplisemena.com/image/cache/catalog/products/buds/autooverdose4-500x500.jpg
  • 27 ლ

    საწყობშია 27 GEL
  • მითითება: 0061
მიაქციეთ ყურადღება
ორიგინალ შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი, მწარმოებლის ჰოლოგრამა!
სიმაღლე: 100 - 150 სმ
THC: 25 - 26%
მოსავალი: 600 - 800 გრ/კვმ
ბრენდი: Divine Seeds
ჯიში: ინდიკა
ყვავილობა: 60 - 65 დღე
წარმოშობა: ავღანეთი / კოლუმბია / მექსიკა

Divine Seeds-ის ავტომოყვავილეებს შორის, Auto Overdose ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯიშია. THC-ს მაღალი პროცენტის გარდა, Overdose-ისთვის დამახასიათებელია საშუალოზე მაღალი მოსავლიანობა და საოცარი წებოვნება - ყვავილობისას, ბუჩქები, თითქოს თაფლშია ამოვლებული. მართალია გენოტიპში 15%-მდე სატივაა, ეს ჯიში სუფთა ინდიკასავით გამოიყურება და თავის ნაწილობრივ ტროპუკულ წარმომავლობაზე მხოლოდ არომატის სასიამოვნო ნოტებით მიუთითებს. Auto Overdose-ის შესაქმნელად, Divine Seeds-ის სელექციონერებმა შეაჯვარეს უამრავი საერთაშორისო ჯილდოს და თასის მქონე LSD, მასთან ახლოს მყოფ, ძალიან მსგავს ჰიბრიდთან. ორივე მშობელი ჯიში მასიურია, მძაფრი არომატით და, ტრიქომების რეკორდული რაოდენობის დამსახურებით, გამოიყენება ჰაშიშის დასამზადებლად! შეჯვარების შედეგად მიღებულ Auto Overdose-ს ინტენსიური ნიადაგის არომატი და მუსკუსის, მერქნის, თივის და ხილის  ნოტები ახასიათებს. თუ კანაფის ამ ჯიშის წარმომავლობა გლობუსზე გაინტერესებს, მოძებნე ქვეყნები, როგორიცაა კოლუმბია, მექსიკა და ავღანეთი.


Auto Overdose ვიზუალური მახასიათებლები

ვინაიდან ჯიში უპირატესად ავღანური ინდიკასგან მომდინარეობს, რომლისთვისაც ჩვეულია ხისტი ბუნებრივი პირობები, Auto Overdose გამძლე და უპტრეტენზიოა და ამ მახასიათებლების ინტენსიურად განვითარებაზე აქტიურად იზრუნს სელექციონერებმა. შედეგად, მიიღეს უნივერსალური და შთამბეჭდავი სტაბილურობის მქონე ჯიში: დახურულ და ღია გრუნტში, სხვადასხვა სუბსტრატის და ნიადაგის პირობებში, სათბურებსა და ჰიდროპონიკულ მოწყობილობებში, კანაფი გამოიყურება თითქმის ერთნაირად (განსხვავება სიმაღლესა და მასაში), და იზრდება თანაბარი წარმატებით. Auto Overdose-ის ნერგს ახასიათებს განიერი და დატოტილი ბუჩქები, რომლებიც ჯანმრთელი ფესთვა სისტემის და მჭიდრო ღეროთი გათვლილია მძიმე ყვავილედების მოსავალზე.

ყვავილობასთან ერთად, ნერგი მკვეთრად იმატებს მწვანე მასას, რაც, წრთვნის პირობებში მცენარის კიდევ უფრო მეტად გავრცობას და სიგანეში ზრდას უწყობს ხელს - ზოგადად, ამ პროდუქტიული კანაფის ჯიშის წრთვნა რეკომენდებულია არასტრესული მეთოდებით (ScroG, LST). ასე მიიღებ მაქსიმალურ შედეგს და მცენარის მოვლაც უფრო მარტივი იქნება. ყვავილობის შუა პერიოდიდან, არომატში ჩნდება მოტკბო ხილის და ფიჭვის წიწვების, ან პიტნის პიკანტური ნოტები. ზრდასრულობისას, ბუჩქები იმატებს მოცულობაში, მოზრდილი ყვავილედების ხარჯზე - თუ გადაიღებ და ააჩქარებ ყვავიკობის პროცესს, ცხადად დაინახავ ბატიბუტის მსგავს აფეთქებას. მძაფრი წებოვანი ფენა Auto Overdose-ს იცავს მავნებლების, პარაზტების და ულტაიისფერი გამოსხივებისგან. ღია ნიადაგის პირობებში, ნერგი ზრდასრულობას აგვისტოს დასასრულს აღწევს.

Auto Overdose ეფექტი

Auto Overdose-ის მკვრივი და მსხვილი ყვავილედები ისეთი მძაფრ არომატისაა, რომ ინტუიცია პირდაპირ გკარნახობს, ფრთხილად მოიხმარო - მხოლოდ სუნიც კი მათრობელია! გრაინდერში დაფქვას ხშირად დიდი ძალისხმევა სჭირდება, ვინაიდან თავთავები ძალიან წებოვანია. ნაფქვავს კედარის და მშრალი ნიადაგის მძაფრი არომატი აკვს. მაშ ასე, მოწევიდან 3-4 წუთში, ეცემა წნევა, მომხმარებელი გრძნობს ჩამოჯდომის საჭიროებას. ნელდება სუნთქვა, დუმდება ცნობიერების ნაკადი, ტვინი განეწყობა ღრმა ფიქრზე. Auto Overdose-ის მოქმედების ქვეშ, იშვიათად ჩნდება ბევრი საუბრის სურვილი. სამაგიეროდ, ბოლომდე ქრება სტრესი და ნებისმიერი დაძაბულობა, ადამიანი სრულად მშვიდდება და ივიწყებს ყველა შფოთვას. მედიცინაში გამოიყენება სპაზმების და კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ, ქრონიკული და პოსტ-ოპერაციული ტკივილის გასაყუჩებლად. მნიშვნელოვნად ზრდის მადას და  ერევა უძილობას! მოქმედებს ძლიერად და ხანგრძლივად, ეფექტი გრძელდება 3 საათამდე. რეკომენდებულია საღამოს მოხმარებისთვის.


მიმოხილვა (0)
უკუკავშირის დამატება

დაწერე მიმოხილვა

გაფრთხილება: HTML არ არის მხარდაჭერილი! გამოიყენეთ უბრალო ტექსტი!
    ცუდია           კარგი




ასევე რეკომენდირებულია