+995 574525666

+995 591659966

ინდიკის თესლები


22 ლ

Showing 1 to 15 of 21 (2 Pages)
(Average rating 4.5 Total 107 ratings) 5

 ინდიკის თესლები

ინდიკის თესლები

ინდიკის ჯიშისათვის დამახასიათებელია დატოტვილი, გაშლილი, დაბალტანიანი სტრუქტურა და სწრაფი (სატივასთან შედარებით) დამწიფება. ყვავილობის პერიოდში ინდიკის მცენარის სურნელი მძაფრია, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოდანაც კი იგრძნობა. ამიტომ შენობაში ინდიკის „გროვისათვის“ აუცილებელია ჰაერის ვენტილაციის მოწყობა ნახშირის ფილტრებით.    

ვის მოუხდება ინდიკის თესლები?

შედარებით კომპაქტური ზომების გათვალისწინებით ინდიკა მოსახერხებელია სიმაღლით შეზღუდულ „გროუბოქსებში“ მოსაყვანად. მცენარე cannabis indica მწიფდება გაღივებიდან 3 – 4 თვის განმავლობაში, სატივურ სახეობებთან შედარებით გაცილებით სწრაფად, სწორედ ამიტომ – ინდიკა უკეთესია მათთვის ვისაც სურს მოსავლის შეზღუდულ ვადებში აღება. ინდიკის მოქმედება – მომადუნებელი, დამაძინებელი, ხსნის ტკივილის სინდრომებსა და კუნთოვან სპაზმებს, ასტიმულირებს მადას და ღრმა და ხანგრძლივი ღამის ძილის ხელშემწყობია, იოლად ატანინებს ცხელ კლიმატურ პირობებს. თუ განიცდით სტრესს გამალებული ქალაქური ცხოვრების ტემპით და არ ძალგიძთ მოდუნება, უკეთესი გუნება – განწყობილებისათვის თქვენთვის ზედგამოჭრილია სწორედ ინდიკა. 

კულტივაციაში ინდიკა სატივასთან შედარებით უფრო მარტივია, თუმცა მოყვანის წინ აუცილებელია „გროვთან“ დაკავშირებული თემატური რესურსების წაკითხვა, ვინაიდან სუფთა ინდიკის მიკუთვნება კანაფის ჯიშისადმი ახალბედებისათვის მეტად გადაჭარბებული იქნებოდა. ინდიკა უფრო მოუხდება მშრალ და ცხელ კლიმატს (სატივასთან შედარებით), ვინაიდან გეოგრაფიული წარმოშობით ცხელი რეგიონებიდანაა: სამხრეთი ინდოეთი, ავღანეთი, პაკისტანი.             

ინდიკის თესლების უპირატესობანი

კომპაქტური ზომების მიუხედავად ინდიკის მჭიდრო სტრუქტურა გონივრული ვარჯიშის პირობებში შესაძლებელს ხდის უფრო მეტი ყვავილედების მიღებას, ვიდრე ეს იქნებოდა წვრილ და მაღალ სატივის მცენარის შემთხვევაში;

სატივასთან შედარებით ინდიკა შეიცავს ნაკლებ ტჰკ–ს (ტეტრაჰიდროკანაბინოლი), თუმცა მეტ კბდ–ს (კანაბიდიოლს), რომელიც პასუხისმგებელია მარიხუანის ტკივილგამაყუჩებელ და დამამშვიდებელ ეფექტზე, რის გამოც მაღაზია ბობ მარლის მიერ შეთავაზებული ინდიკის ჯიშები (Divine Indica, Gagarin, Opium, Afghani Bullet) გამოიყენება ართრიტის სიმპტომების, ტკივილის სინდრომების შესამსუბუქებლად, უძილობისა და ნევროზის, ობსესიურ – კომპულსიური სინდრომების წინააღმდეგ საბრძოლველად;     

დამწიფების სწრაფი ტემპები შესაძლებელს ხდის ინდიკის ღია გრუნტზე მოყვანას იმ რეგიონებში, სადაც სატივა ვერ მოასწრებდა დამწიფებას. 


მაღაზია ბობ მარლიში ხელმისდაწვდომია ინდიკის, როგორც ფოტოპერიოდული, ასევე სხვადასხვა გენოტიპის ავტომოყვავილე ჯიშები: სუფთა ინდიკა, ინდიკოდომინანტები სატივის მინარევით, სატივისა და ინდიკის თანაბარი შემცველობის ჯიშები.   

როგორ შევიძინოთ მაღალი ხარისხის ინდიკის თესლები?

თუკი „სტრეინის“ შერჩევა გიძნელდებათ, დაუკავშირდით ჩვენს კონსულტანტებს და დაგეხმარებით ჩვენს საწყობში არსებული და თქვენი პირობების ადეკვატური ჯიშების შერჩევაში. ელიტური კანაბისის თესლების ინტერნეტ მაღაზია ბობ მარლი მუშაობს კანადურ, ესპანურ, იამაიკურ და ჰოლანდიურ სიდბანკებთან. ჩვენი მომწოდებლების სათესლე მასალის ხარისხმა გაუძლო დროის გამოცდას და ეჭვგარეშეა.

დსთ–სა და შორეული საზღვარგარეთის (ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ) ქვეყნებში ხორციელდება ავიაფოსტით. დაამატეთ თქვენთვის მისაღები საქონელი კალათაში, მონიშნეთ საჭირო რაოდენობა და შეიყვანეთ მიტანისათვის აუცილებელი მონაცემები. გაგზავნის წინ დაგიკავშირდებათ მენეჯერი. ნებისმიერი საკითხებისა და გაუგებრობების გარკვევა შესაძლებელია Viber, Whatsapp, Telegram–ის მეშვეობით საიტის „სახურავში“ მითითებული ტელეფონის ნომრებით. დატოვეთ ონლაინ კონსულტანტისათვის თქვენი სახელი და ტელეფონის ნომერი თუ გსურთ, რომ დაგიკავშირდეთ ტელეფონით ან მესენჯერით.