+995 574525666

+995 591659966

სამედიცინო მარიხუანა


Showing 1 to 15 of 23 (2 Pages)
(Average rating 4.1 Total 34 ratings) 5

медицинские сорта марихуаны

სამედიცინო მარიხუანა 

რით განსხვავდება სამედიცინო მარიხუანა?

კანაფის ზოგიერთი ჯიში გამოსადეგია, როგორც რეკრეაციული, ასევე სამედიცინო მიზნებისათვის. მსგავსი მარიხუანის განმასხვავებელ თავისებურებას ხშირ შემთხვევაში ტჰკ–ს (ტეტრაჰიდროკანაბინოლის) მაღალი შემცველობა წარმოადგენს, რომელიც გამოიყენება, როგორც რამოდენიმე სიმპტომთან გასამკლავებლად (ღებინება, ტკივილი, ნებროზი), ასევე სასიამოვნო შეგრძნებების მისაღებად, თუკი თქვენ მოგწოთ კანაბინოიდების ფსიქოდელიური ეფექტი. არსებობს, ასევე კანაფის „შტამები“, რომლებიც არ იწვევს თრობას, მაგრამ მდიდარია სხვადასხვა სამკურნალო ნივთიერებებით (კბდ – კანაბიდიოლი, კბგ – კანაბიგეროლი, კბხ – კანაბიხრომენი და სხვა).     

ახდენს თუ არა სამედიცინო კანაბისი სამკურნალო ზემოქმედებას?

მოკლე პასუხი: დიახ, მხოლოდ გარკვეული დიაგნოზის შემთხვევაში. სამედიცინო მარიხუანის მოქმედება რა შემოიფარგლება ტკივილის გაყუჩებით ან ნერვულ სისტემაზე სედატიური ზემოქმედებით. ადამიანის ორგანიზმი დამოუკიდებლად აწარმოებს კანაბინოიდების მსგავსი სტრუქტურის მქონე ნივთიერებებს. ამ ნივთიერებებისადმი მგრძნობიარე რეცეპტორები უამრავია სხეულში და მჭიდრო კავშირშია ენდოკრინულ სისტემასთან, შიმშილისა და მაძღრობის შეგრძნებების წარმოქმნასთან, ენდორფინების გამოყოფასთან, ძილთან. პირობითად, ჯანმრთელი ორგანიზმი არ საჭიროებს დამატებით კანაბინოიდებს, ვინაიდან ყველა აუცილებელ ნივთიერებას ადამიანის სხეული დამოუკლიდებლად აწარმოებს. თუმცა, მძიმე ქრონიკულ დაავადებებს, რომელთა შორის ბევრი განუკურნავია, შეუძლია პირდაპირი მნიშვნელობით დაავადებასთან საბრძოლველად ესოდენ აუცილებელი ძილისა და მადის გაქრობა შეჰყაროს პაციენტს.   

მარიხუანის შემადგენლობა და სარგებლობა

სამედიცინო კანაბისის სტატუსი „შტამს“ შეუძლია მიიღოს ორ შემთხვევაში:

1. სელექციონერების მიერ პაციენტთა გარკვეული კატეგორიისათვის სპეციალურად გამოყვანილი ჯიშები ჩვეულებისამებრ არ შეიცავს ბევრ ტჰკ–ს (ტეტრაჰიდროკანაბინოლს), სამაგიეროდ მდიდარია სხვა სასარგებლო ნივთიერებებით (ხშირ შემთხვევაში – (კბდ – კანაბიდიოლი);

2. ტჰკ–ს (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) მაღალი შემცველობის ჯიშებს კანაბინოიდების საკუთარი უნიკალური ნარევის წყალობით ძალუძს შვების მოტანა ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში (მაგალითად, ასთმა, ათეროსკლეროზი).

ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა რაოდენობა მარიხუანის შემადგენლობაში, კანაბინოიდებისა – 60–ა აღემატება. სამედიცინო პრაქტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანს წარმოადგენს ტჰკ (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) და კბდ (კანაბიდიოლი). ტჰკ–ს ახასიათებს ღებინების დათრგუნვა, ანალგეტიკური ეფექტის მოხდენა. ტვინში ტჰკ ზემოქმედებს მეხსიერების გამომწვევ და სიზმრების ფორმირების ზონებზე. ჩამოყალიბებული აზრის საწინააღმდეგოდ, მარიხუანის სედატიურ ზემოქმედებაზე პასუხისმგებელი ტჰკ სულაც არ არის, ვინაიდან ტეტრაჰიდროკანაბინოლი ნერვულ სისტემას პირიქით, ასტიმულირებს. სწორედ ტჰკ –ს მაღალი შემცველობა და კბდ–ს მცირე შემადგენლობა არის სატივის მასტიმულირებელი ზემოქმედების მიზეზი, რაც ზოგიერთ მომხმარებელში შეშფოთებისა და პანიკური მდგომარეობის გამომწვევია.    

კბდ თავის მხრივ მოკლებულია ფსიქოაქტიურ ზემოქმედებას და არბილებს ტჰკ–ს ეფექტს. კბდ უაღრესად საინტერესოა მედიკოსებისათვის, ვინაიდან არა უბრალოდ ამსუბუქებს სიმპტომებს, არამედ რეალურ გაუმჯობესებას იწვევს ისეთ დაავადებებთან ბრძოლაში, როგორებიცაა ეპილეფსია, ალცგეიმერის სინდრომი, შიზოფრენია, კრონის დაავადება, კიბო. 

კბდ–სა და ტჰკ–ს გარდა მედიკოსების მიერ გამოყოფილია კანაბიგეროლი და კანაბიქრომენი, რომლებიც ასევე არ იწვევს ფსიქოაქტიურ ზემოქმედებას, მაგრამ რიგი დაავადებების შემთხვევაში მეტად სასარგებლო. ქვეყნებში, სადაც სამედიცინო კანაბისი ლეგალიზებულია, მიმდინარეობს სხვა კანაბინოიდების სამკურნალო თვისებების გამოკვლევა


ჯიში

ეფექტი

სამედიცინო დანიშნულება

AK-47

გამამხნევებელი

დაბალი ტონუსი, დე3პრესია, მძინარობა

Afghan Original

დამამშვიდებელი

უძილობა, ჰიპერტონუსი და სპაზმები, ტკივილები

Auto Big Demon

შერეული

დეპრესია, ტოქსიკოზა, ჰიპოდინამია,გლაუკომა

Fractal

დამამშვიდებელი

უძილობა, მადის აშლა, პანიკური მდგომარეობა

Pablo Escobar

გამამხნევებელი

დაბალი ტონუსი, აპათია, მოდუნებულობა, აუტიზმი

Divine Sativa

გამამხნევებელი

დეპრესია, კატატონური გაშეშება,

Auto Gagarin

დამანოკაუტირებელი

მღელვარების შემოტევები, ასთმა, მაღალი წნევა, ქრონიკული ჰეპატიტი

White Widow

შერეული

დიაბეტი, ალცგეიმერის სიმპტომები, ასთმა, გლაუკომა

Auto Big Bang

გამამხნევებელი

ყურადღების დაფანტვა, დაფანტული სკლეროზი