საშუალოტანიანი კანაბისის ჯიშები, სიმაღლით (80-150 სმ)


Showing 16 to 30 of 36 (3 Pages)
(Average rating 4.4 Total 53 ratings) 5

საშუალოტანიანი კანაბისის ჯიშები, სიმაღლით  (80-150 სმ)

საშუალოტანიანი ჯიშის კანაფის უპირატესობანი და თავისებურებანი

საშუალო ზომის ჯიშის მარიხუანა – კომპრომისია მოსავლიანობასა და კომპაქტურობას შორის. „ინდორში“ მეტრონახევრიანი ბუჩქის მოთავსება ძნელი არ არის საშუალოგაბარიტიან „გროუბოქსში“ (მაგალითად კარადაში) ისე, რომ კენწერო არ დაიწვას ლამპიონით. რა თქმა უნდა, თქვენი კანაფის სიმაღლის გაკონტროლება მიუღწეველი ამოცანა არ გახლავთ, როგორც უფრო გიგანტურის შემთხვევაშია. ღია გრუნტზე მსგავსი მცენარეები ნაკლებად შესამჩნევია უცხო თვალისათვის და შესაძლებელია მათი დამალვა გარშემო მცენარეების გამოყენებით. აგარაკის ღობის მიღმა მეტრონახევრიანი სიმაღლის კანაბისიც საეჭვოა რომ გამოჩნდეს, თუმცა მოსავლის წონა სათანადო მოვლის პირობებში 600–700 გ. აღწევს. ფსიქოაქტიური ზემოქმედება საშუალოტანიანი მარიხუანისა მერყეობს „შტამების“ მიხედვით, მაგალითად Auto Gagarin–ს შეუძლია 15 წლიანი სტაჟის მწეველიც შეიყვანოს პროსტრაციაში.      

როგორ შევარჩიოთ საშუალოტანიანი კანაფის ჯიში?

სია პატარა არ არის. თქვენი ნარგავებისათვის „სტრეინის“ შესარჩევად აუცილებელია ჯერ რამოდენიმე შეკითხვას გასცეთ პასუხი:

ყვავილედების როგორი ეფექტი გირჩევნიათ: გამამხნევებელი (სატივა), მომადუნებელი (ინდიკა) ან შერეული (ჰიბრიდი)? 

ავტომოყვავილე თუ ფოტოპერიოდული კანაბისი? (მინიშნება – პირველი ცდებისათვის აჯობებს ავტოყვავილები)

რამდენი რდოის გამოყოფა შეგიძლიათ თქვენი ნარგავების სასიცოცხლო ციკლისათვის? (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღია გრუნტისათვის, „ხარვესტი“ ხომ შემოდგომის ყინვებამდე უნდა მოესწროს)

რამდენად ძლიერი მათრობელი ეფექტი გირჩევნიათ? (რაც უფრო მეტია ტჰკ–ს პროცენტობა, მით ძლიერია მარიხუანა)

საშუალოტანიანი ჯიშის კანაფი საკმაოდ ფართო კატეგორიაა, მოსავლიანობა აქ მერყეობს 300–1000 გ. ერთ კვადრატულ მეტრ პლანტაციაზე, ტჰკ–ს შემცველობა 20–28%, რაც შეეხება გენოტიპებს, ამ კატეგორიაში წარმოდგენილია, როგორც სუფთა ინდიკა, ასევე ინდიკადომინანტები, ასევე ჰიბრიდები სატივის სიჭარბით. სუფთა სატივა, რა თქმა უნდა, 1,5 მ–ზე მაღალია. თუმცა მასში კლასიკური „სტრეინის“ – White Widow–ის არსებობა და ასევე, მკაფიო და გამამხნევებელი Auto Big Bang–ისა მოცხარის გემოთი, გაძლევთ მაცოცხლებელი cerebral high–ის შეგრძნების შესაძლებლობას საშუალოტანიანი მცენარისგანაც კი.    

როგორ შევიძინოთ საშუალო სიმაღლის კანაფის თესლები?

საიტი konoplisemena.com გათვლილია დამოუკიდებელ მოხმარებაზე: „ყიდვის“ ღილაკზე დაჭერით, კალათში ათავსებთ საქონელს. ყველა საინტერესო ნაირსახეობის შეგროვების შემდეგ გადადით კალათაში,დააჭირეთ „შეკვეთის გაფორმებას“ და შეიყვანეთ მიტანისათვის საჭირო მონაცემები. შეგიძლიათ შეკვეთის გაკეთება, ასევე ონლაინ კონსულტანტის დახმარებით ჩატში ან საიტის „სახურავში“ მითითებული სატელეფონო ნომრებით (Viber, Telegram, Whatsapp–ში). დაგვიკავშირდით ნებისმიერი შეკითხვით მარაგებთან, გადახდებთან თუ მიტანის ვადებთან დაკავშირებით.