ავტოფემინიზირებული ჯიშების კულტივაცია. მნიშვნელოვანი ცნობარი

(Average rating 3.00 Total 2 ratings) 5

ავტოფემინიზირებული ჯიშების კულტივაცია. მნიშვნელოვანი ცნობარი

<h1>ავტოფემინიზირებული ჯიშების კულტივაცია. მნიშვნელოვანი ცნობარი</h1>

ავტოფემინიზირებული ჯიშების კულტივაცია რამოდენიმე ფაქტორიდან გამომდინარეობს. სანამ უშუალოდ გროვერობის პროცესს შეუდგებით მანადმდე ფიქრი ეთმობა თუ რომელ;ი სორტი უნდა გაზარდოთ. დამწყები გროვერების ძირითადი ნაწილი ყურადღებას აქცევს იმას თუ რომელი სორტის მოწევა იქნებოდა მისთვის კომფორტული. რაც შეეხება გამოცდილ პირებს ისინი ყურადღებას აქცევენ და იძენენ იმ სორტის კაკლებს, რომლის აღზრდის მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ გროვერობისთვის შექმნილი პირობები.

კონკრეტული სტატია ეხება განსხვავებას ფოტოპერიოდულსა და ავტოყვავილებად სტრეინებს შორის, მათი მოვლის წესებსა თუ მეთოდებს ღია თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში თუ სადაც კი შესაძლებელია მათი კულტივაცია.

რა თვისებებით გამოირჩევა ავტოფემინიზირებული მარიხუანის ჯიშები?

ავტოფემი - ეს არის მარიხუანის ჯიში, რომელიც არ საჭიროებს ნათების ცვლილებას რათა ყვავილობის ეტაპზე გადავიდეს. ის როგორც კი ასაკობრივ დონეს მიაღწევს ავტომატურად იწყებს ყვავილობაში გადასვლას.

არ არის საჭირო ბიოქიმიაში ჩაღრმავება, რათა მივხვდეთ თუ ვის უნდა უმდალოდნენ ფემინიზირებული და ჩვეულებრივი კანაბისის ჯიშები ავტომატურად ყვავილობაზე გადასვლას ასაკის მიღწევასთან ერთად. ვისაც ამაზე ინფორმაცია არ გაქვთ ეს არის რუდელარისი. ბიოლოგების მცდელობა მიანიჭონ რუდერალისს კანაბისის რომელიმე ჯიშის სტატუსი ჯერჯერობით შეუძლებელია, ის ან სატივის ქვეჯიშს ან და ველური კანაბისის რომელიმე სორტს მიეკუთვნება. ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ველურს კანაბისს ვერ მივაკუთნებთ რომელიმე გამორჩეულს კანაფის ჯიშებს. კანაბისის სხვადასხვა სორტები დედამიწის სხვადასხვა კუთხესა და კლიმატურ პირობებში იმის მიხედვით იწყებს ადრეულ ეტაპზე ყვავილობას, რათა მოასწროს დასრულება აცივებამდე და დატოვოს შტამომავლობა. აქედან გამომდინარე შესაძლოა ითქვას, რომ ავტოფემი არის ევოლუციის პერიოდში შეძენილი და არა თანდაყოლილი უნარი.


გროვერობიდან გამომდინარე ავტოფემის თავისებურებები

როგორც მოვლის ნებისმიერი მეთოდი, ავტოფემინიზირებული ჯიშების გაზრდა ყველა გროვერისთვის არ არის მიზანშეწონილი. გროვის ძირითად მიზანს წარმოადგენს მოსავლის მოცულობა და ხარისხი. მაგალითად, კომერციული მიზნებისთვის კულტივაციის დროს ავტოფემინიზირებული სორტები განიხილება, როგორც მეორეხარისხოვანი საქმიანობა.

გამოსავალი

გამომდინარე იქედან, რომ ავტოფემის ვეგეტაცია ხდება ბევრად უფრო მოკლე დროში, მცენარე ვერ ასწრებს ძლიერი ღეროსა და დიდი რაოდენობით ტოტების განვითარებას, რომელიც მცენარეს დიდი, მრავალი და სრულფასოვანი თავაკების გაკეთების საშუალებას მისცემდა. აქედან გამომდინარე თითოეული ტოტი დაახლოებით 30-60 გრამს იძლევა, რაც მოვლის ხარისხზეა დამოკიდებული.

სწრაფი ვეგეტაციის მინუსად ჩათვლა უადგილოა. ზოგჯერ საჭიროება მოითხოვს მცენარემ ერთ თვეში დაასრულოს ვეგეტაცია და შემდგომ თვენახევარში ყვავილობა და მოსავლის დასრულება. ამ შემთხვევაში ფოტოპერიოდული ჯიშების დარგვა და მათი გაზრდა არარეალურია. შეუძლებელია გამოვლენილ იქნას მათი მოსავალუნარიანობა ასეთ მცირე დროში. აქედან გამომდინარე, ახალბედავ დაიმახსოვრე, რომ შენ ავტოფემის გაზრდა შეგეფერება.

ირონია !

სინამდვილეში, ავტოფემინიზირებული ჯიშები სიძლიერით არანაირად არ ჩამოუვარდება ფოტოპერიოდულს. თუმცაღა კანაბინოიდების კონცენტრაციის თვალსაზრისით ავტოფემი ფოტოპერიოდულს ბევრად ჩამოუვარდება, რადგანაც უკანასკნელის შემთხვევაში მათი კონცენტრაციის შევსება ხდება ვეგეტაციის რამოდენიმე თვიან და ყვავილობის 6-8 კვირის განმავლობაში. ამ პერიოდში მცენარე არამარტო კანაბინოიდების არამედ სხვა უამრავი აქტიური ნივთიერებების აკუმულაციას ახდენს ჯეროვნად.

საერთო აღწერილობა და ავტოფემის სასიცოცხლო ციკლი

ავტოფემის ნებისმიერი ჯიში ზომის თვალსაზრისით ფაქტობრივად იდენტურები არიან მიუხედავათ მათი მრავალფეროვანი არჩევნისა. კანაბისს ამოსვლიდან ვეგეტაციის დასრულებას 2-3 კვირა სჭირდება და შემდგომ იწყება ყვავილობისა და მოსავლის მოსვლის 6-8 კვირიანი პერიოდი. მცირე ზომა არამარტო ვეგეტაციის არამნედ ყვავილობის მცირე პერიოდთან არის დაკავშირებული. პირველი ავტოფემინიზირებული ჯიშები მიღებულ იქნა სატივა რუდელარისის ჰიბრიდის ინდიკასთან შეჯვარებით. მიღებულ ჯიშებს შთამომავლობით ერგოთ სატივისთვის დამახასიათებელი სიმაღლე. შესაბამისად დაიწყო მალეგანვითარებადი და მალმწიფებადი სორტების შერჩევა და მათგან საბოლოო სახის ჩამოყალიბება.

სად უფრო უკეთესია ავტოფემი გავზარდოთ?!

რუდელარისის გენმა უზრუნველყო ავტოყვავილებადი მცენარე ქცეულიყო პატარა, გამძლე, ადვილად მოსავლელ და ამტან მცენარედ რომელიც შესაძლოა დათესე და დაივიწყეს პრინციპითაც გავზარდოთ, შესაბამისად ეს იძლევა შესაძლებლობას მცენარე იყოს უნივერსალური როგორც შიდა ასე გარე სივრცეში გასაზრდელად. ზოგიერთი გროვერი მთელი სეზონის განმავლობაში 2-3-ჯერ ახერხებს მოსავლის მოწევას, რადგანაც მათ თითქმის არ ჭირდებათ მოვლა. რა თქმა უნდა თუკი მცენარეს მოუვლით და ყურადღებას მიაქცევთ შედეგი ბევრად უფრო თვალსაჩინო იქნება.

ავტოფემინიზირებულ ჯიშებს ზრდიან დახურულ სივრცეში, რათა მიიღონ მოსავალი ბევრად უფრო მალე. ასეთ შემთხვევაში გროვერები უნდა ითვალისწინებდნენ შემდეგ პირობებს, რომ ის სივრცე სადაც მცენარეს გაზრდით უნდა იყოს კარგად განათებული. მცენარეს ჭირდება ძლიერი სინათლე, რათა განვითარდეს. სასურველია 20/4 ან 24 საათიანი ინტენსიობით ხდებოდეს სინათლით უზრუნველყოფა. თუმცაღა თუკი გსურთ რომ მცენარემ პსიქოაქტიური შემადგენლობა გაიმრავალფეროვნოს და სრულფასოვანი მცენარე გაიზარდოს სჭირდება ღამით დასვენება. ამ შემთხვევაში მცენარე უნდა გადავიყვანოთ სინათლის მიწოდების 18/6 რეჟიმზე.

შესაძლებელია თუ არა ავტოფემის კლონირება?

პასუხი უარყოფითია. ავთოფემის კლონირებას შესაძლოა უმიზნო ქცევა დავარქვათ. ვეგეტაციის დროს ბუჩქიდან ტოტის მოჭრა და მიუსი სხვა პირობებში გახარება გვაჩვენებს, რომ ყვავილობის შემდგომ ძირითადი მცენარე უფრო მეტად განვითარებული, დათავიანებული და მადისაღმძვრელია ვიდრე ის ნაწილი რომელიც მოვჭერით და სხვა პირობებში შევაძლებინეთ გახარება და თავაკის გაკეთება, რადგანაც ეს თავაკი ერთადერთი მაგრამ ნორმალური ზომის გაიზარდა. აქედან გამომდინარე არ აქვს აზრი შეჭრას და ტოტის ცალკე გაზრდას, რადგანაც ის ძირითად მცენარეზე უფრო პროდუქტიული იქნება და მეტ ნაყოფს მოგვცემს ვიდრე ცალკე აღებული ღერო.

მოსავლიანობის გაზრდის საშუალებები _ ცენტრის გადაჭრა, FIM, გადახრა და სუპერკროპინგი

მოსავლიანობის გასაზრდელად ავტოემის შემთხვევაში ერთადერთ რეკომენდირებულ ტრენინგად ითვლება გადახრა და სუპერკროპინგი, რადგანაც მცენარისთვის, რომელიც ისედაც ძალიან მოკლე დროში გადის ყველა პროცესს, ვეღარ ასწრებს განვითარებას. ის ისტრესება და ახალი ღეროებისა თუ ფოთლების წამოღება ნელდება. მცენარე პერიოდულად თავად ახდენს ზედმეტი ფოთლების გაცვენას. რითაც ის თავად, თქვენს ჩაურევლად ეხმარება თავაკებს კიდევ მეტი ენერგია მიიღოს. გადახრა და ტოტების გადაწევა, რათა მეტი შუქი მოხვდეს მცენარის ქვედა სართულებს, არის ყველაზე მეტად რეკომენდირებული მაქსიმალური მოსავლის მიღებისთვის.

მაღალმოსავლიანი ავტოფემი THC-სის მაღალი კონცენტრაციით.

იმისათვის რომ უფრო თვალსაჩინო იყოს თანამედროვე სელექციის მეთოდები წარმოგიდგენთ ცხრილს, სადაც ნათლად ჩანს თანამედროვე ავტოფემების შედარება ტრადიციულ ავტოფემებსა და ფოტოპერიოდულ სორტებს შორის.


მარიხუანის ჯიშები

გარე პირობებში მოსავლიანობა (გრ/მ2)

THC

AK-47 ფოტოპერიოდული

300-400

21-23%

Deadryder ტრადიციული ავტოფემი

300-500

19%

Auto Gagarin

500-600

31%

Auto Opium

500-1000

29%

Auto Big Demon

800

21-23%

Auto AK-47 XL

500-600

22-24%

არსებული მდგომარეობიდან ჩანს, რომ კანაბინოიდებით დახუნძლული და მოსავლიანი ავტოფემი არის Auto Gagarin-ი. გულითადი მოვლის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ პლანტაციაში იზრდებოდეს მცენარე რეკორდულ 600გრ/მ2 -ზე მოსავალს იძლევა. კომერციული თვალსაზრისით კულტივაციის შემთხვევაში გაგარინის გაზრდა პირდაპირ რეკომენდირებულია მისი მოსავლიანობისა და სიმძლავრის გამო. ამ მცენარიდან მაქსიმალური მოსავლიანობისა და ეფექტის ამოღებისთვის აუცილებლად მოგიწევთ გარჯა.

სხვა ჩემპიონები მოსავლიანობის მხრივ არიან _ Big Bang, Auto Big Demon, Auto Opium и Auto AK-47 XL.

რომელ სორტებზეც შეიძლება თამამად ითქვას, რომ არიან თავისამხდელი და „დამანგრეველი“ მათთვის ვინც დოზას გადააჭარბებს, თუმცაღა დოზის შენარჩუნების შემთხვევაში ამოუწურავი ეფექტებისა და შეგრძნებების მომტანი მომხმარებლებისთვის

08.04.2019

Рекомендуемые