ინდიკა, სატივა და რუდელარისი

(Average rating 4.75 Total 4 ratings) 5

ინდიკა, სატივა და რუდელარისი

ინდიკა, სატივა და რუდელარისი

კანაბისის მოყვარულთაგან ცოტამ თუ იცის მარიხუანის ტიპების დასახელებები. რით განსხვავდება ინდიკა სატივისგან თუ რუდერალისისგან, ან სად არის მარიხუანის სამშობლო?!

დავიწყოთ ყველაზე მარტივიდან. სატივა წარმოადგენს მაღალ და გრძელვადიან ბუჩქს, რომლის ეფექტიც არის გამაჯანსაღებელი, ენერგიის და ტონუსის მომზღვავებელი. ინდიკა კი არის მსხვილძირიანი და დატოტვილი ბუჩქი რომელსაც გააჩნია დამამშვიდებელი, მომადუნებელი და გამაქვავებელი ეფექტი.

სატივა

სატივის ეფექტი

მატონიზირებელი, სიჯანსაღისა და ენერგიის მომზღვავებელი ბალახი, რომელიც ადამიანს მეგობრულსა და კომუნიკაბელურს ხდის. მარიხუანის მოხმარებისას მიღებული ეფექტი, რომელიც გაცინებს და გახითხითებს სტერეოტიპულია, რადგანაც ჩვენს მხარეში ძირითადად ინდიკა და ინდიკა სატივას ნაჯვარი მცენარეებია გავრცელებული.


რით განსხვავდება სატივა ინდიკისაგან

როდისაა საჭირო სატივა?

როგორც მატონიზირებელი საშუალება, სატივა მათთვისაა სასარგებლო, ვინც მოთენთილად და ნეგატიურად გრძნობს თავს. ამას გარდა აქტიური სოციალური გარემო, რომელიც თქვენგან ენერგიულობას, ჩართულობასა და თავდაჯერებულობას მოითხოვს _ ზედგამოჭრილია სატივას მოხმარება. მსგავსი სოციალური სიტუაციებისთვის თავის გასართმევად ალკოჰოლის მოხმარება ბევრისთვის მიზანშეწონილია, თუმცაღა მათ ვინც ცოტაოდენ მაინც ერკვევა მარიხუანასა და ალკოჰოლში აუცილებლად დაეთანხმებიან ბობ მარლის რწმუნებას იმის შესახებ, რომ მსგავს სიტუაციაში ალკოჰოლის მოხმარება „დამაჩლუნგებელ“ ეფექტს ქმნის, მაშინ როდესააც კანაბისი გეხმარებათ საკუთარი პიროვნების წარმოჩინებაში.

სატივას მოქმედება ინდიკისგან განსხვავებით შედარებით ხანგრძლივია. მრიხუანის ძლიერების შეგრძნება ( მოტანა, „პრიხოდი“) გრძელდება ერთ საათამდე, რომლის შემდგომაც იწყება მოდუნების პროცესი. როგორც წესი სატივისგან ენერგიის მოზღვავებისას სასურველია მოძებნოთ შემოქმედებითი საქმიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ შეგრძნების გავლის შემდეგ ადამიანი თავს მოდუნებულად და უენერგიოდ გრძნობს. თუმცაღა რამდენადმე მსუბუქი ეიფორია განწყობაზე მოქმედებს.

საიდან წარმოიშვა სატივა?!

ინდიკა-სატივა

გეოგრაფიულად მსგავსი მარიხუანა იზრდებოდა მხიარლ ბრაზილიასა და კოლუმბიაში. იმისათვის რომ გავერკვეთ მის ენთუზიაზმსა და ცელქობაში შეგვიძლია ვნახოთ ლათინოამერიკული ცეკვები როგორიცაა ჩა ჩა ჩა ან სამბა, რომლებიც მხიარულების ნათელი მაგალითია, და მოცეკვავეს ეძლევა საშუალება იმოძრაოს სწრაფად ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. სწორედ სატივაა ამ შესაძლებლობების მომნიჭებელი და რომანტიული ურთიერთობებისთვის ზედგამოჭრილი. ლათინური სიტყვა სატივა ნიშნავს დათესვას, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს მცენარე მთელი თაობების განმავლობაში ითესებოდა.

კულტივაცია

გროვინგის თვალსაზრისით სატივა შედარებით პრობლემატურ მარიხუანის ტიპს წარმოადგენს. ბუნებრივ პირობებში ის ორ-სამ მეტრამდე იზრდება. ვეგეტაციისა და განვითარების პერიოდი ინდიკასა და ინდიკა-სატივას ჰიბრიდზე შედარებით ხანგრძლივია. ზომიერი კლიმატის პირობებში გარე სივრცეში გასაზრდელი სატივა განვითარების მხრივ ფერხდება შემოდგომის სიცივის დადგომასთან ერთად. რაც შეეხება დახურულ სივრცეში გაზრდას, ამას ბევრი ვერ შეძლებს მისი ზომებიდან და მოვლასთან დაკავშირებული სირთულეებიდან გამომდინარე.

ინდიკა

იგი წარმოადგენს დამამშვიდებელ საშუალებას. თუ სატივა გაძლევთ ცეკვის საშუალებას, ინდიკა ჰორიზონტალური მდგომარეობისკენ გიბიძგებთ და მხურვალედ გეხუტებათ. ინდიკას ფესვები მოდის ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ავღანეთიდან. რა ვიცით ამ ადგილების შესახებ? იმდენად ცხელი კლიმატია, რომ ზაფხულის პერიოდის გადატანა რჩეულებისთვისაა შესაძლებელი. რთული არ არის გავიგოთ, რომ გასეირნება ზემოთ მთის მიმართულებით ავღანური სიცხის ფონზე სასიკეთოდ დასრულდება მათთვის ვინც არ ჩქარობს, წინააღმდეგ შემთხვევაში მზის დარტყმა გარანტირებულია. ისუნთქო და იფიქრო ამგვარ სიცხეში შესაძლებელია მხოლოდ ნელი ტემპით. მკურნალი ინდიკა მცენარე, რომელიც უმოწყალო კლდოვანი მთების კალთებზე იზრდება ადამიანს იმ დონემდე შენელების საშუალებას აძლევს, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

ინდიკა სატივას კაკლები

ინდიკას ეფექტი

ინდიკის მომხმარებლის ტვინი თითქოს თბილ ადიელაში ეხვევა, თავს გრძნობთ გადასარევად, ნეგატიური გამაღიზიანებლები შემსუბუქებულია, არაფერზე არ გსურთ ფიქრი, უბრალოდ გინდათ, რომ დატქკბეთ შინაგანი სიმშვიდით, ძალიან ცოტა რამ ან ვინმე შეძლებს გამოგიყვანოთ მდგომარეობიდან და შემდგომ წყობილებიდან. უცხო ადამიანებთან კონტაქტისთვის მიზანშეწონილია, რათა იყოთ თავდაჯერებული და საკმაოდ მშვიდი რათა თავიდან აირიდოთ შესაძლო კონფლიქტი. ინდიკა ასევე გამოდგება პაემნისთვის და სექსისთვის, მხოლოდ ორივემ უნდა მოიხმაროთ და განსხვავებული დოზით. სხვა შემთხვევაში შესაძლოა პარტნიორი დატოვოთარამოლაპარაკე, იდუმალ ადამიანთან, რომელიც სევდიანადაა ჩაფლული საკუთარ ფიქრებში.

გამოყენება

ინდიკა კიდევ უფრო სასარგებლოა მათთვის ვინც მიდრეკილია პანიკის, მოუსვენრობის, მღელვარების და ნებისმიერი შფოთვისკენ. ასევე ძილთან და მადასთან დაკავშირებულ პრობლემებს კურნავს ინდიკა, ხოლო თუ კი მიდრეკილი ხართ უზომოდ ჭამისკენ ამ შემთხვევაში სასურველია მოიხმაროთ სატივა, რადგანაც ინდიკის მოხმარების შემდეგ ადამიანები მიდრეკილნი არიან მაცივრის გამოცარიელებისკენ. ანალგინისებური შემცველობა მას ეფექტურს ხდის თავის ტკივილებისა და ოპერციისშემდგომი ტკივილების მოსახნელად.

რუდელარისის გენოტიპი

რუდელარისი (Cannabis ruderalis) ეს არის კანაბისის ველური ჯიში. იგი კანაბისის დანარჩენი ტიპებისგან განსხვავებით ყვავილობაში გადადის დამოუკიდებლად. არ არის განათებისა თუ სინათლის ცვლილებაზე დამოკიდებული. მაგალითად სატივა ელოდება მზის აქტივობის ცვლილებას და ყვავილობაში გადადის დღის ხანგრძლივობის შემოკლებასთან ერთად. სანამ ისინი ამ ცვლილებას არ განიცდიან მცენარე აგრძელებს ვეგეტაციის პერიოდს და იზრდება ზომაში. რუდელარისი იზრდება მცირე ზომის, ყვავილობს და ინარჩუნებს თავის ზომებს. სელექციონერები სორტირებულ ჯიშებს აჯვარებენ რუდელარისთან, რის შედეგადაც მიიღება ავტოფემინიზირებული ჯიში.

ინდიკა და სატივა - გენოტიპების შედარება

ინდიკა სატივას კაკლები

თანამედროვე ბოტანიკამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო გაერკვია წარმოადგენს თუ არა ინდიკა სატივის ქვეტიპს თუ ის ცალკეული ჯიშია. ინდიკის კაკლები შედარებით მსხვილია, ხანდახან კი მის ზედაპირზე იკეთებს ზოლს. ბუჩქები გაცილებით პატარა ზომის იზრდება, მაგრამ მიდრეკილია ხშირი ტოტების გამოშვებითა და მსხვილი თავაკებით. გროვერობის თვალსაზრისით ინდიკა ბევრად უფრო უნივერსალურია რამდენადაც ბევრად უფრო კომპაქტური და მალგანვითარებადი მცენარეა. სეზონზე შესაძლებელია მოასწროთ 2-3 მოსავლის მიღება.


კითხვა-პასუხი კანაბისის ჯიშების შესახებ

რომელი უფრო ძლიერია, ინდიკა თუ სატივა?

კორექტული არ იქნება ინდიკისა და სატივას შედარება სიძლიერის თვალსაზრისით, რადგანაც მათი მოქმედების ეფექტი განსხვავდება
ერთმანეთისგან. მაგრამ პასუხი მაინც ინდიკაა...
სასიამოვნო კომატოზური მდგომარეობა გრძელდება 2-3 საათი, იმ დროს როდესაც სატივა გამომაცოცხლებელია, გაქვს სურვილი იმხიარულო, იცინო, გაერთო და დრო სასიამოვნოდ გაატარო, მაგრამ ეს ეფექტი დახლოებით 40 წუთის მერე გადის. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით ინდიკა THC-ს შედარებით მაღალი დონით ხასიათდება, ხოლო სატივა ხასიათდება კანაბინოიდის მაღალი შემცველობით, სამკურნალო კანაბინოიდი, რომელიც არ იწვევს თრობას.
საერთო ჯამში ინდიკას და სატივას შორის არჩევნის გაკეთება მომხმარებლის მოთხოვნილებებზეა დამოკიდებული თუ რა ეფექტს ელოდება კანაბისისგან. სატივა უფრო მიესადაგება მათ, ვინც უპირატესობას ანიჭებს მის სამკურნალო და არა მათრობელ თვისებებს.

_ რა მოხდება თუ ინდიკას და სატივას ავურევთ ერთმანეთში?

არეულის ეფექტი ყველა სტაჟიანი მწეველისთვის არის ცნობილი რადგანაც ისინი ყოვთვის თუ არა ხშირად მაინც ღებულობენ უკვე გარეულ, ამ შემთხვევაში ჰიბრიდულ ჯიშებს ფემინიზირებული სორტების სახით. გამომდინარე იქედან ადამიანი როგორი დოზით გაზავებულ სხვადასხვა სორტებსა თუ ჰიბრიდულ ჯიშებს მოიხმარს, მისი ეფექტი შესაბამისად სხვა და სხვა გვარად შეიცვლება გააჩნია საწყის ეტაპზე რომელი (ინდიკა, სატივა) ეფექტი არის დომინანტი.
ნებისმიერ შემთხვევაში, არეული სორტის გასინჯვა ნებისმიერ მომხმარებელს უწევს და ეფექტების სახესხვაობებს შეაგრძნებინებს.

რა არის რუდერალისი? რატომ უნდა დავამატოთ ზოგიერთი სორტების გენოტიპში?

რუდერალისი _ ველური კანაფი. დღემდე საკამათოდ რჩება მისი ჯიშობრივი მიკუთვნებადობა.ზოგიერთი მეცნიერი მას ინდიკის ქვეჯგუფად _ ხოლო სხვები ამტკიცებენ, რომ რუდერალისი წარმოადგენს ანტიკური სელექციის, ინდიკა სატივასთან შედარების, შედეგს. რუდერალისის გენს ამატებენ ზოგიერთი ჯიშების დეენემში, რათა მიიღონ ავტოყვავილებადი, გამძლზე და გარე თუ შიდა დამაზიანებლებისადმი მედეგობა.

09.04.2019

Рекомендуемые