როგორ მოვახდინოთ კანაბისის გადაჭრა სწორად
Bob Marley
მარიხუანის გადაჭრა
შეკითხვას, თუ როგორ უნდა მოხდეს კანაბისის სწორად გადაჭრა, ბევრი გროვერი სვამს. სინამდვილეში ამ პროცესში რთული არაფერია. სწორედაც რომ გადაჭრა არის ის მარტივი და ეფექტური საშუალება, რაც მცენარის სიმაღლის კონტროლის, უხვმოსავლიანობისა და მცენარის არ დაზიანების საშუალებას მოგცემთ. გადაჭრის მეთოდით მცენარეს შეუძლია:
- _ სწრაფად განვითარდეს
- _ არ ხარჯავს სასიცოცხლო ელემენტებს სიმაღლეში გასაზრდელად
- _ მთელს რესურსს მიმართვას თავაკების გამოტანასა და განვითარებაზე
თუმცაღა ზოგიერთი გროვერის აზრით გადაჭრა ყოველთვის არ იძლევა მეტი მოსავლის მიღების საშუალებას, განსაკუთრებით ავტოფემების შემთხვევაში, რადგანაც ისინი ყველაზე მეტად ისტრესებიან ამ მეთოდით და ბევრად მეტი დრო სჭირდებათ ვეგეტაციისთვის. თუკი თქვენ ფოტოპერიოდულს ზრდით ამ შემთხვევაში გადაჭრა რეკომენდირებულია მარტო იმის გამო, რომ არეგულიროთ მცენარის სიმაღლე. ასევე იძლევა შესაძლებლობას გაკეთდეს კლონები და გაზარდოთ თავაკები ჰიდროპონიკის მეშვეობით. ყოველი გადაჭრის დროს მცენარე ახდენს ერთი თავაკიდან ორი წვერის წამოღებას. ანუ რამდენჯერაც მოხდება გადაჭრა იმდენი გაორმაგებული წვეროების ამოსვლა მოხდება რაც რა თქმა უნდა მოსავლიანობას გაზრდის თუმცაღა უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მცენარემ ვეგეტაციის პერიოდიც უნდა მოასწროს და დროულად გადავიდეს ყვავილობის ეტაპზე. შენიშვნა, გადაჭრას ნაკლებად საჭიროებს ინდიკა, რადგანაც ის თავიდანვე საშუალო სიმაღლის და ძალიან დაბუჩქული მცენარე ვითარდება.
როგორ ხდება მარიხუანის სწორად გადაჭრა - რჩევები
აუცილებელია გვახსოვდეს რამოდენიმე მარტივი წესი. როდესაც მცენარე გამოიღებს ხუთ ქიმიან ფოთლებს ამ შემტხვევაში შეგეძლებათ წააჭრათ ცენტრი. გადაჭრა შესაძლებელია ვეგეტაციის პერიოდში. გამოცდილი გროვერები ძირიტადად ამ ოპერაციას მცენარის ზრდის მეოთხე მეხუთე კვირაში ახდენენ. ამ პერიოდში მცენარის გვერდითი ტოტები იწყებენ სწრაფ განვითარებას და მთლიან მცენარეს მოიცავენ.
გადაჭრის დროს ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას ის ფაქტი, რომ მცენარის სულ ზედა, ბოლო ნაწილი წარმოადგენს ამ მცენარისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ენერგიის აკუმულაციის ზონას. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის საკითხი, რომ თუკი ზედმეტად მოხდება მცენარის გადაჭრა აუცილებლად დაისტრესება და ზრდას შეწყვეტს მცენარე. ასევე არაა მიზანშეწონილი სპონტანურად მცენარის გადაჭრა. თითოეული ამ პროცედურის ჩატარების შემდგომ მცენარეს რამოდენიმე დღე სჭირდება იმისთვის, რომ მან კვლავინდებურ რეჟიმში შეძლოს ზრდის პროცესის განვითარება. აუცილებელია წინასწარ გათვალისწინებულ იქნას გადასაჭრელად გამზადებული მცენარის გენოტიპი და ის გარემო პირობები სადაც მას უწევს ცხოვრება.
განვითარების საწყისი ეტაპი მიიჩნევა გადაჭრისთვის ყველაზე ოპტიმალურად, იმ დროს როდესაც არ არის სასურველი ეს ქმედება განხორციელდეს ვეგეტაციის ბოლო პერიოდსა და მითუმეტეს ყვავილობის პროცესში.
ის ვინც გაითავისებს თუ როდის და როგორ მოახდინოს გადაჭრა შევახსენებთ, რომ გადააჭრა უნდა მოხდეს დილის პერიოდში, რადგანაც მთელი დღის განმავლობაში მცენარე შეძლებს ჭრილობის მოშუშებასა და შოკიდან გამოსვლას.
მცენარის ყველა კვანძის გადაჭრა არ ღირს. ჟობია გადაჭრათ ყოველი მეორე ან მესამე კვანძი. ამ მეთოდით მცენარე შეძლებს წარმატებით ძალების აღდგენასა და განვითარების გაგრძელებას. ყოველი ახალი გადაჭრისთვის სამზადისისას უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ წინა გადაჭრის შედეგად ახლად წამოსული ტოტები აგრძელებენ ზრდას.
იმისათვის, რომ განვახორციელოთ გადაჭრა აუცილებელია გამოვიყენოთ მაგრატელი. არ ღიღს მისი გადატეხვა და სხვა მეტოდით მისი წაცლა, მოგლეჯა ან რამე მსგავსი. თუკი მცენარეს ამჩნევთ, რომ ავადმყოფობს ან ზოგადად უჭირს ზრდა-განვითარება სასურველია თავი შეიკავოთ გადაჭრისგან, რადგანაც ალბათობა იმისა რომ მცენარე ვერ გამოვა შოკიდან ძალიან დიდია. თუკი თქვენ ყვავილობის დაწყებისას მცენარეს შეაცლით ფისტულებს მაშინ მოსავალს ნუღა დაელოდებით, რადგანაც ის ათ პროცენტსაც აღარ მოგცემთ. გაითვალისწინეთ ეს ძალიან მარტივი და აუცილებელი შენიშვნები და თქვენ ყოველთვის შეძლებთ შედეგით თავის მოწონებასა და ტკბობას.
09.04.2019
Рекомендуемые
Auto Gagarin feminised
Pablo Escobar
Auto Opium
AK-47