მარიხუანის ყველაზე ძლიერი ჯიშები
Bob Marley
გვროვერობა სერიოზული საქმიანობაა, რომელიც დიდი რაოდენობით დროს და ძალისხმევას მოითხოვს. გამომდინარე აქედან, საკითხი მარიხუანის ყველაზე ძლიერი ჯიშების შესახებ ბევრი გროვერისთვის აქტუალურია. გაწეული ძალისხმევის დაჯილდოვების რწმენა წარმატების საწინდარია.
მეტად გამცოდილი გროვერები რა თქმა უნდა იტყვიან, რომ კანაბისის ჯიშის ზეთოვნება (THC) ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე განათების, მცენარის გამოკვების, ჰაერის ცირკულაციის ხარისხი და მოწეული მოსავლის სწორად გაშრობა. და რა თქმა უნდა ისინი მართლები იქნებიან, რადგანაც არცერთი მცენარე არ გამოავლენს თავისი პოტენციალის მაქსიმუმს თუ აღნიშნული საბაზისო მოთხოვნები არ იქნება სრულფასოვნად დაკმაყოფილებული. ეს თემა კიდევ უფრო საგულისხმოა რადგანაც არსებობს ძალიან ძლიერი ჯიშების ჩამონათვალი, რომლებიც ჩვენს მეგობრებს სმენიათ და დაუგემოვნებით, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.
დასაწყისისთვის, მათ ვინც აპირებს გაზარდოს ყველაზე ძლიერი მოსაწევი, უნდა აირჩიოთ თუ რა ეფექტი გსურთ მიიღოთ მცენარისაგან _ მატონიზირებელი (გაცინებს, გახალისებს, გამოძრავებს, განდომებს კომუნიკაციას) ან გამაქვავებელი ეფექტით ( გამშვიდებს, მადას გიხსნის, რელაქსს ღებულობ, ანესთეზიის ეფექტს გაძლევს).
მაშასადამე, რომელი ჯიში გვევლინება რეკორდსმენად როგორც ყველაზე „მკვლელი“ ინდიკა?
ჰინდუ კუში _ დაბალი, გაბუჩქული, დატოტვილი და ძალიან წებოვანი მცენარე, რომელიც იზრდება პაკისტანისა და ავღანეთი მთიან საზღვარზე. სუფთა ინდიკა მიწის დამახასიათებელი სურნელით. ჰინდუ კუშით მოწეული ადამიანი დიდი ხნით დუმდება, თითქოსდა სამხრეთის მზისაგანან გახურებულს ჟანგბადი და ენერგია არ გყოფნთ სასაუბროდ. ზედმეტი წებოვნებიდან გამომდინარე კონკრეტული ჯიში, სხვა ნებისმიერ ინდიკა ჯიშებთან შედარებით ბევრად უფრო მიესადაგება ჰაშიშის წარმოებას.
ოპიუმი _ დასახელება საკუთარ თავზე თავადვე ლაპარაკობს. ეს ინდიკაგაბატონებული ჰიბრიდი დაამშვიდებს გულს და შესაძლებლობას მოგცემთ სამყარო ბუდას გადმოსახედიდან დაინახოთ, თუ რა თქმა უნდა შეძლებთ თვალების გახელას. გამოირჩევა ხილის არომატით. ძალიან მძიმე და მაგარი ჯიშია. პაემანზე წასვლის წინ ჯობია ძალიან ცოტა ან საერთოდ არ მოწიოთ, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს უდროო დროს დაძინების ან ყველაფრის შეჭმის მაღალი რისკი.
ქაბული _ ავღანური ინდიკა, რომელსაც მედიკოსები ხშირად უწერენ ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიით, კუნთოვანი სპაზმით, თვალის შიდა და თავის შიდა ქალის წნევით დაავადებულ პაციენტებს. აქვს სანდლის ხის სურნელი, ძალიან დამამშვიდებელი ჯიშია. მან ძალიან კარგად გამოავლინა თავი ნევრასთენიისა და შფოთვის წინააღმდეგ.
გაგარინი _ შერეული გენეტიკა იძლევა ყველაზე წარმოუგენელი შთაბეჭდილებების მიღების საშუალებას. გაგარინი წარმოადგენს იამაიკისა და ჰავაის ჯიშების სულიერი ბუკეტის სოლიდურად შეხმატკბილებულ ნაჯვარს ავღანურ ინდიკასთან. მას შესწევს უნარი საიმედოდ დაგამუხრუჭოთ 2-3 საათის განმავლობაში. მოსავლიანი ჯიში რომელიც შოკოლადის არომატითა და გემოთი ხასიათდება.
ნორსენ ლაითი _ კლასიკური ავღანური ინდიკისა და ტაილანდური ენდემური ველური ჯიშის ფანტასტიური შთამომავალი. სავარაუდოდ ყველაზე მკაფიო და გამაქვავებელი ინდიკა. ღრმა მოქმედების არეალი, თითქოსდა თოვლით გადათეთრებული სივრციდან შავ პოლარულ ცაზე უყურებ კაშკაშა გამონათებებს. ფიჭვის წიწვების არომატს თანსდევს მიწის სურნელი. კვამლი ცოტთი ტკბილია. ხანში შესული ადამიანები მოიხმარენ ამ ჯიშს, როგორც ქრუნიკული ტკივილების მომხსნელ საშუალებას. ჩათვალეთ ანესთეზიას გიკეთებენ. იგი ასევე არ ჩამოუვარდება მორფინს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის კუთხით. აქვს კუნთების მოდუნების საოცარი ეფექტი.
სატივას ჯიშის მოსაწევები იწვევს ეიფორიას და ხდებით აქტიური, მათი მოხმარება რეკომენდირებულია დილით და დრის სხვა მონაკვეთებში. სატივა არის სამკურნალო პროცესი მუხრუჭების გარეშე.
კიდევ რომელია კანაბისის ყველაზე ძლიერი ჯიშები?
აკა-47 _ ინდიკა-სატივა ჯიშების ნაჯვარებს შორის ნამდვილი ჩემპიონი. მას ფოთლები თითქმის არ ეზრდება _ მხოლოდ თავაკები. კოლუმბიური, მექსიკური და ტაილანდური სატივის მომაკვდინებელ ნაზავს ასტაბილურებს ავღანური ინდიკის მსუბუქი ნაზავი. მიწის მკვეთრი სურნელი ცოტაოდენ გვახსენებს ავღანურ ჯიშებს. როგორც მომდევნო ელიტარული ჯიში აკა 47 მიეკუთვნება სამედიცინო მარიხუანის ჯიშებს.
უაით ვიდოუ _ მას არ ჭირდება წარდგენა. ბრაზილიური სატივისა და ინდიკის ასეთი ლამაზი და სუფთა შეხამება, რომელიც ინდოეთის სამხრეთში იზრდება, მხოლოდ ნიდერლანდებში შეიძლებოდა შეექმნათ. ეს ჰოლანდიური ნაზავი ადვილია გასაზრდელადაც და გამოგაფხიზლებთ მძიმე წუთებში. მისი მოწევა გიღვიძებთ ურთიერთობისა და ბედნიერების მიღების სურვილს. თავაკებს სპეციფიური მიწისა და ხის სურნელი აქვთ. თეთრ ქვრივს ექიმები პაციენტებს უწერენ ეფორიული მდგომარეობის, დეპრესიის, თავის ტკივილის წინააღმდეგ და საერთო ტონუსში მოსაყვანად.
პაბლო ეკობარი _ ჰიბრიდული ჯიში სატივის დომინანტური მახასიათებლებით. მისი სილამაზე დასახელებას შეესაბამება, რადგანაც მისი ფერები მოწითალო-იასამნიფერში გადადის და კენკრის სურნელს აფრქვევს. მედიცინაში ის ტურეტის, ართრიტის, უძილობის და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ გამოიყენება. მოქმედება _ ეიფორია, კრეატიულობა და კომუნ იკაბელურობა. მოქმედებას მცირედი თავბრუსხვევით იწყებს. არის ძალიან ძლიერი ჯიში.
დივაინ სატივა _ მძლავრი ნაზავი, საკმაოდ ახალი, კანადელი სელექციონერების მიერ შექმნილი ჯიში, რომელიც გამოყვანილია ბრაზილიურ და კოლუმბიურ ენდემურ ველურ სატივა ჯიშების აადგილობრივ კანადურ ჯიშებთან შეჯვარებით. გროვერებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მასზე მოტხოვნა და ინტერესი თანდათან იზრდება. ფიჭვის გემოთი გაჟღენთილი მკვეთრი ეფექტი ამცირებს თავის ქალისა და თვალის შიდა წნევას. ის გაძლევთ საშუალებას იყოთ ლაღი, ბუნებრივად მხიარული და გულწრფელი. ეს ძირი უხვმოსავლიანობით ხასიათდება.
ნომერ პირველი სკანკი _ თავის თავში მოიცავს კოლუმბიური და მექსიკური სატივის გენეტიკის ნაზავს ადგილობრივ ავღანურ ველურ ინდიკასთან. ცნობილია როგორც ერთერთი ყველაზე მომაკვდინებელი ნაზავი, რომელიც ფსიქოდელიკურ მდგომარეობას იწვევს. ხასიათდება ნივრის სურნელით რომელსაც ციტრუსის არომატი წაკრავს. მატონიზირებელი ეფექტი, რომელიც შესაძლოა ძალიან მძიმე აღმოჩნდეს საურთიერთობოდ. ყვავილობას ასრულებს მალე როგორც ახასიათებს სატივას ჯიშების უმეტესობას. იგი ისტორიაში შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც ყველაზე ძლევამოსილ კანაბისად.
ბიგ დემონი _ სატივა რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს გაგაყრევინებს, ჰოლანდიელი სელექციონერების მიერ გამოყვანილი ჯიში რომლის ძრავსაც წარმოადგენს ცნობილი ჩუის ხეობის უძლიერესი მარიხუანის გენეტიკა. გამოირჩევა ღია ფორთოხლისფერი შეფერილობით, ციტრუსის სურნელითა და ხურმის მშლატე გემოთი. იგი ვაით ვიდოუზე შედარებით მომადუნებელი, მაკონცენტრირებელი და დამამშვიდებელია. შესანიშნავი ნაზავია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მისი მოხმარება დროის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი. მაგრამ დღისით მოხმარების შემთხვევაში მთვარია ზედმეტის მიღება არ მოგივიდეთ, რადგანაც თუ ჩათვალეთ, რომ მოძრაობა და ზოგადად ნებისმიერი აქტივობა უკვე საკმარისია შესაძლოა დაგეძინთ კიდეც.
27.02.2019
Рекомендуемые
Auto Gagarin feminised
Pablo Escobar
Auto Opium
AK-47