კანაბინოიდების სახესხვაობა და მოქმედება
Bob Marley
კანაბისი დაახლოებით
60 ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთა შემცველობის დოზა სხვადასხვა ჯიშის
მცენარეში ინდივიდუალურია. თუმცაღა მათრობელა ეფექტს მხოლოდ და მხოლოდ ტეტრაჰიდროკანაბინოლი
იწვევს, თქვენს აზროვნებაზე გავლენას ნებისმიერი ჯიშის მარიხუანის კანაბინოიდების ბუკეტი
ახდენს გავლენას. შესაბამისად შეუძლებელია წინასწარ წარმოიდგინო სხვადასხვა ჯიშის მარიხუანის
ეფექტი მხოლოდ მისი ზეთოვნების და ინდიკა-სატივის
პროცენტულობის შემცველობის აღწერილობით.
ენდოკანაბინოიდური
სისტემა - სხეულის თითქმის ყველა ნაწილში არსებული რეცეპტორების კომპლექსი, რომლებიც
სხეულის მიერ წარმოქმნილი ნივთიერებებისადმი მგრძნობიარეა, რომელიც გამოიყოფა როგორც
სპორტის დატვირთვის შედეგად, ასევე სქესის, საკვების მიღებისა და სხვა ფაქტორების დროს.
ენდოკანაბინოიდური სისტემა არეგულირებს ჩვენს ფიზიკურ შესაძლებლობებს, ემოციურ მდგომარეობას
და ჰორმონალურ ფენასაც კი, რაც ბევრად უფრო დახვეწილ ბიოქიმიურ ეფექტს განგვაცდევინებს.
კანაბინოიდები
შესამჩნევ გავლენას ახდენენ ორგანიზმის მდგომარეობაზე გამომდინარე მისი ანალოგურობით
ენდოკანაბინოიდის მიმართ, ნივთიერების, რომელსაც გამოყოფს ტვინი და პასუხისმგებელია
განსხვავებულ ემოციებზე. ენდოკანაბინოიდის მაგალითია ანანდამიდი.
ტეტრაჰიდროკანაბინოლი
(THC)
THC წარმოადგენს
ყველაზე მთავარ კანაბინოიდს. მარიხუანის ჯიშები, რომლებიც THC-ის
არ შეიცავენ გამორიცხულია ადამიანის შეგრძნებებზე რაიმე ტიპის გავლენა მოახდინოს. სხვა
კანაბინოიდების შემცველობიდან გამომდინარე შესაძლოა კონკრეტული ჯიში სამედიცინო მიმართულებით
იქნას გამოყენებული; სხვა დადებითი ეფექტების მიღება სრული სიფხიზლის ფონზე. ტვინში
THC გავლენას
ახდენს სიამოვნების შეგრძნების უბნებზე როგორიცაა სიზმრები, აღქმა, სუნის და გემოს
სეგრძნება, ორიენტაცია და ა.შ. ის ასევე მოქმედებს ნერვულ ბადეზე რომელიც პასუხისმგებელია
შიშზე და ეიფორიაზე. THC-ის
ზომიერი შემცველობის მცენარე დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა, ხოლო THC-ის მსუყე შემცველობის
შემთხვევაში იწვევს ეიფორიას და არ არის ემოციური დაძაბულობის შემცველ გარემოში მისი
მოხმარება.
ხშირ შემთხვევაში
THC-ის მაღალი შემცველობის მარიხუანას სამედიცინო სფეროში იყენებენ მისი შემდეგი თვისებებიდან
გამომდინარე:
აყუჩებს ტკივილს
ადუნებს კუნთებს
აქრობს გულისრევის
შეგრძნებას
მადის მასტიმულირებელი
ანელებს კიბოს
უჯრედების განვითარებას
იცავს ნერვულ
უჯრედებს დაზიანებისაგან
სატივა და სატივადომინანტური
ჯიშები შეიცავენ დიდი რაოდენობით THC-ის. ამით იხსნება მისი მასტიმულირებელი თვისება.
სწორედაც რომ THC-ის მაღალი შემცველობა იწვევს ეიფორიისა და შიშის შეგრძნებას მითზე
მიდრეკილ მომხმარებლებს.
კანაბიდიოლი
(CBD)
CBD მოქმედების თვალსაზრისით THC-ს საპირისპიროა. მედიცინაში ის ფასობს მისი დამამშვიდებელი და ანტიფსიქოზური მოქმედებით, რომელიც დამახასიათებელია THC-ს შემცველობის მარიხუანის მომხმარებლებისთვის. ასევე დადებითად მოქმედებს ნერვული სიმპტომების მქონე პირებზე რომლებიც იტანჯებიან ფსიქოლოგიური აშლილობით. CBD არის ანთების საწინააღმდეგო ძლიერი საშუალება. ალცჰაიმერის დაავადების დროს მისი მოხმარება ნერვული კლეტკების ანთებითი პროცესის მოხსნის საშუალებას იძლევა. მეტი რაოდენობით CBD გვხვდება ავტოყვავილებად ჯიშებში. თერაპიული გამოყენებისთვის არსებობს მისი შემცველობის მქონე მრავალფეროვანი არჩევანი, რომლებიც პრაქტიკულად არ იწვევენ ინტოქსიკაციას. CBD ეხმარება ჰიპერაქტიულობით დატანჯულ ადამიანებს.
CBD-ის სამკურნალო
თვისებები:
ასტიმულირებს
ძვლოვანი ქსოვილის ზრდას
ანელებს სიმსივნური
უჯრედების განვითარების პროცესს
ამცირებს შაქრის
დონეს სისხლში
ეფექტურია ინფაქტის
შემდგომი პროფილაქტიკისთვის
სასარგებლოა ფსორიაზთან
და მის სიმპტომებთან საბრძოლველად
იცავს ჰიპოკამპუსის
უჯრედებს და ამით ანეიტრალებს ეპილეფსიურ კრუნჩხვებს
კანაბიგეროლი
CBD საინტერესოა იმით, რომ ის წარმოადგენს კანაბინოიდების ფორმირების საწყისს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მცენარე განვითარების საწყის სტადიებზე შეიცავს მხოლოდ და მხოლოდ CBD-ს. მცენარის ზრდა-განვითარებასთან ერთად ისიც განიცდის ცვლილებებს და ყალიბდება CBD, THC, CBC (კანაბრირომენი) და CBN (კანაბინოლი). გკაუკომის დროს CBC ამცირებს თვალის შიდაწნევას. ასევე ეფექტურია გაფანტული სკლეროზის, კანის ანთებითი პროცესის წინააღმდეგ. იგი ანელებს სიმსივნური უჯრედების განვითარებას და ახასიათებს ნეიროდამცველობითი ეფექტი. იგი განთავსებულია კანაბისის ფოთლებსა და ყვავილებში. არ იწვევს ინტოქსიკაციას. იმისათვის რომ მივიღოთ დიდი რაოდენობით CBG (კანაბიგეროლი) მცენარე უნდა ავიღოთ მისი განვითარების ბოლო სტადიამდე, სანამ მცენარე დაასრულებს ყვავილობას.
კანაბრირომენი
ზოგიერთ მცენარეში
CBC უფრო
მეტია ვიდრე CBD. ახასიათებს
ანტიდეპრესიული თვისებები. ასტიმულირებს ნერვული ქსოვილის განვითარებას, რაც იძლებვა
ალცჰაიმერის დაავადების პროფილაკტიკის საშუალებას. ამცირებ სიმსივნური უჯრედების განვითარების პროცესს როგორც CBD ასევე
CBC. ხელს
უშლის სოკოვანი დაავადბების განვითარებას.
კანაბინოლი (CBN)
კანაბინოლის ჯგუფს
ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი თვისება, ანეიტრალებს ასთმის შეტევას და მოქმედებს როგორც
ანტიბიოტიკი. ვირთხებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენეს, რომ CBN მეტად
ასტიმულირებს მადას ვიდრე THC.
ასევე დადასტურებულია მისი ძლიერი დამამშვიდებელი უნარი. სასარგებლოა ნერვული, დეგენერაციული
და თვითგადაადგილების აშლილობისთვის.
THC წარმოიქმნება
CBN-ისგან
_ ყვავილების გამოშრობის შედეგად. იმისათვის, რომ თავაკებში ავწიოთ კანაბინოლის დონე
აუცილებელია მოძრავი ჰაერის პირობებში მოხდეს მათი გაშრობა ნორმაზე ერთი კვირის გადაჭარბებით.
კანაბიდივარინი (CBDV)
მღრღნელებზე ჩატარებულმა
ცდებმა ნათლად აჩვენა კანაბინოიდის ამ ჯგუფის ანტიელეპტიკური ეფექტი. როგორც THC კანაბიდივარინი
არის გულისრევის შეგრძნების საწინააღმდეგო საშუალება. CBDV ჰგავს THC-ის და მასსავით
წარმოიქმნება CBD-ის დაშლის შედეგად.
ტეტრაჰიდროკანაბივინი (THCV)
ასევე ისიც ებრძვის
ეპილეფსიას. ვირთხებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ის აძლიერებს მეტაბოლიზმს. ანეიტრალებს
THC-ის
მაღალი დოზის უკუეფექტს.
პრაქტიკაში გამოცდილი
კანაბინოიდის თვისებები
ცხიმშიხსნადობა
- სწორედ ამის გამო არ ხდება კანაფისგან ჩაის დაყენება. კანაფისის ზეთი იხსნება და
შესაბამისად მოხმარების მიზნით მუშავდება მცენარეულ ზეთში, იხარშება რძეში.
კანაბისი ასევე
ვერ იტანს დიდ სიმხურვალეს და მოცულობით ცეცხლს. ამისთვის საჭიროა მოვუკიდოთ და არა
- დავწვათ.
11.03.2019
Рекомендуемые
Auto Gagarin feminised
Pablo Escobar
Auto Opium
AK-47