მარიხუანის გამოკვების ტიპები

(Average rating 4.31 Total 16 ratings) 5

მარიხუანის გამოკვების ტიპები

ნებისმიერი მცენარისთვის, ისევე როგორც მარიხუანისთვის აუცილებელია ნიადაგის განოყიერება. რა თქმა უნდა სასუქების გარეშეც არის შესაძლებელი მცენარის გაზრდა, თუმცაღა მოსავლიანობის მოლოდინი ბევრად ნაკლები უნდა გქონდეთ.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მცენარე ითხოვს, როგორც მინერალური ასევე ორგანული სასუქები. ყველა პირობის გათვალისწინებით და მცენარისთვის საჭირო მინერალების მიწოდებით მცენარე იძლევა სასურველ შედეგს. შესაბამისად განოყიერების სწორი მეთოდის შერჩევა განსაკუთრებით მცენარის განვითარების საწყის ეტაპზე და შემდგომ ზრდის პროცესში იძლევა სასურველ შედეგს, მათ შორის:

  • _ აუმჯობესებს მოსავლიანობის მოცულობას
  • _ გაზრდის თავაკების წონასა და რაოდენობას
  • _ გახდის მცენარეს ბევრად უფრო ძლიერსა და ამტანს

გამომდინარე აქედან აუცილებელია მცენარისთვის ნიადაგის განოყიერება, მაგრამ რა მეთოდები შეგვიძლია გამოვიყენთ?

კანაბისის განოყიერება. საუკეთესო მეთოდები

კანაფისის განოყიერებისას უნდა შევნიშნოთ შემდეგი რამ, რომ შესანიშნავი შედეგი შესაძლებელია მიღებულ იქნას აზოტისა და ფოსფორის, აზოტისა და კალიუმის ნაზავის მეშვეობით. ამ ნაზავების გამოყენებამ პრაქტიკიდან გამომდინარე აჩვენა, რომ ბევრად უკეთესს შედეგს იძლევა ვიდრე ფოსფორისა და კალიუმის ნაზავი. თუმცაღა ბოლოს აღნიშნული ნაზავი კარგად მიესადაგება იმ მცენარეებს რომლებიც ყვავილობის პერიოდში ფესვებს ივითარებს ტორფში. განოყიერების ოპტიმალური მეთოდების განხილვისას ასევე სასურველია მოვიხსენიოთ პერლიტის ნაცარი, სპილენძთან ერთად 0.3-0.5 პროპორციით. სუპერფოსფატები რომელიც ფაბრიიკაში იწარმოება გრანულების სახით შესაძლოა გახდეს კარგი არჩევანი.

განოყიერების მეთოდის შერჩევისას, არ უნდა დავივიწყოთ იმ ნიადაგის სპეციფიკაციები რომელსაც ვიყენებთ გროვერობისთვის. მჟავაშემცველი და შავი ნიადაგის გამოყენების შემთხვევაში რეკომენდირებულია ფოსფოროვანი ფხვნილის სასუქი. თუკი კალიუმის ტიპის კვებაზე გავაკეთებთ აქცენტს, უნდა გავითვალისწინოთ სილვინიტი, კალიუმის ქლორიდი, კალიუმის მარილი და კაენიტი. თუკი გამოვიყენებთ ჩვეულებრივ სუფთა ნაცარს, შედეგს მაინც სასურველს მივიღებთ. რაც შეეხება სუპერფოსფატს, მისი გამოყენება სასურველია მოხდეს ( მათი მეშვეობით დამუშავდეს, განოყიერდეს გამოსაყენებელი ნიადაგი) მანამ, სანამ დავრგავთ მცენარეს.

წარსულში, პასუხი კითხვაზე თუ რით გამოვკვებოთ კანაბისი ხშირ შემთხვევაში იყო აზოტის ფოსფატით განოყიერება. დღეს საუბრობენ, რომ კონკრეტული სასუქის გამოყენება სასურველია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მცენარემ შეანელა ზრდა და განვითარება. იმისათვის, რომ მცენარეს მაქსიმალურად დავეხმაროთ განვითარებაში სასურველია გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ტიპის საკვები საშუალებები (სასუქები). ამასთან ერთად სასურველია გავითვალისწინოთ თავად მარიხუანის სორტის სპეციფიკაციები.

თუკი კანაფისის მოსაყვანად საჭიროა დამატებით საკვები საშუალებები ყურადღება გამახვილებული უნდა იქნას კონკრეტულ ნიადაგსა და იმ სორტებზე რომლის დათესვასაც ვაპირებთ. ასევ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, თუ სად _ შიდა თუ გარე სივრცეში ხდება მცენარის გაზრდა. რადგანაც ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს დოზირება, თუ რა რაოდენობის და სახეობის და ასევე რა გრაფიკით უნდა მოხდეს მცენარისთვის სასუქის მიცემა.

დამატებით საკვების გარეშე მცენარის გაზრდა არ არის რეკომენდირებული. თუმცაღა მათი გადაჭარბებული დოზით მიცემა მცენარისთვის არათუ სასარგებლო არამედ შესაძლოა მომაკვდინებელიც აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე ხშირი და დიდი დოზით მცენარის სასუქებით „გაჭყეპვა“ არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული. რაც შეეხება ბუნებრივ სასუქს. აუცილებელია ის ის იყოს უკვე გამომწვარი, ბუნებრიად გადამუშავებული. ეს კი ნებისმიერი მცენარისთვის უფრო მეტად სასარგებლოა ვიდრე ქიმიური სასუქები. იმისათვის, რომ მიიღოთ სასურველი შედეგი მცენარიდან სასურველია მცენარე მოვამარაგოთ საჭირო და დოზირებული მოცულობის სასუქით მიწოდების დროითი შუალედით.

09.04.2019

Рекомендуемые